ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
ექთანი
სავალდებულოა:
საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (V კურსიდან)
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სასურველია:
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
უცხო ენების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტთა მოვლის საქმიანობის განხორციელება;
- ექიმის მიერ მისთვის გაწერილი სამუშაო მითითების დროულად და ზუსტად შესრულება;
- მონაწილეობა დეპარტამენტის სამედეცინო ხარისხის კონტროლის საქმიანობაში;
- საექთნო პროცესის ყველა ეტაპის შესრულება;
- ყველა საექთნო პროცედურის უშეცდომოდ შესრულება;
- ასეპტიკა, ანტისეპტიკის დაცვა;
- პროცედურის დროს ექიმის დახმარება კომპეტენციის ფარგლებში;
- დეპარტამენტში საავადმყოფოს შიდა საექთნო პროტოკოლების და გაიდლაინების დანერგვა/შესრულება
- ექთანთა უწვეტი სწავლების პროცესებში მონაწილეობა, კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.
ექთნის დამხმარე:
სავალდებულოა:
საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (IV კურსიდან).
სასურველია:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
უცხო ენების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
- კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების – დამზადება/გამოყენება;
- სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
- სამედიცინო იარაღების/ინვენტარის გამოყენება, რეცხვა, დეზინფექცია და სტერილიზაცია
- ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
- ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში:
- პაციენტთა ჰიგიენიაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა
პიროვნულითვისებები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთანი ან ექთნის დამხმარე). საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 3 ივნისი.
ცენრტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge