ოტორინოლარინგოლოგი

ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” წარმოადგენს წამყვან კლინიკას საქართველოს სამედიცინო ბაზარზე, სადაც ფართოდაა დანერგილი თანამედროვე მედიცინის მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები. ცენტრის გაფართოებასათან დაკავშირებით ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

ოტორინოლარინგოლოგი:

აუცილებელია:
• უმაღლესი სამედიცინო განათლება
• სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
• კომპიუტერთან მუშაობის უნარი.

სასურველია:
• უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
• კომუნიკაციის უნარი,
• გუნდური მუშაობის უნარი,
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
• დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
• პაციენტის კონსულტირება
• პაციენტის მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა
• სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, დადგენილი წესების შესაბამისად
• საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო გრაფიკი: გვესაჭიროება როგორც დღის მორიგე ( 9:00-18:00 საათამდე), ასევე მორიგე
ექიმი გამოძახების რეჟიმით (18:00 საათიდან- 9:00 საათამდე). შესაძლებელია ორივე გრაფიკის შეთავსება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV და ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე: Vacancy.Surgery@aversi.com.
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

 

გამოაგზავნეთ რეზიუმე