ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი სამედიცინო განათლება ( კლინიკურ დარგებში);
- სტაციონარში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (სტაც.სამედიცინო ბარათი, ფორმა N100) მართვა;
- დოკუმენტაციის წარმოება, ბრძანება 108/ნ–ით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით;
- საპასპორტო მონაცემების, დიაგნოზის(ICD10), ერთ ქეისზე ატვირთული
თითოეული ჩარევის( NCSP), პაციენტის სტაციონარში შემოსვლისა და გაწერის თარიღებისა და დროების შესაბამისობის დადგენა პორტალს, ფორმა N100–სა და ისტორიას შორის;
- დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების მართებულობის კონტროლი;
- სამედიცინო შემთხვევის მართვა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების(პროტოკოლები) გათვალისწინებით
- გამოვლენილი შენიშვნების და შემუშავებული რეკომენდაციების ელექტრონული აღრიცხვა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის „მოძრაობის“ მონიტორინგი გაწერილი ვადების
შესაბამისად;
- მიმდინარე (მათ შორის შუალედური) ფორმა N100–ებისა და საავადმყოფო ფურცლების მართვა;
- ჩატარებული კონსულტაციების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების შესაბამისობის დადგენა ისტორიასა და კლინიკაში არსებულ შიდა პროგრამა შორის;
- სადაო კლინიკური საკითხების განხილვა დეპარტამენტის უფროსთან ერთად.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Vacancy.Surgery@aversi.com
გთხოვთ, წერილისსათაურში (Subject)მიუთითოთპოზიციისდასახელება (სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი). საბუთების მიღება წარმოებს 2019 წლის 8 მაისის ჩათვლით.