ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება (კლინიკურ დარგში)
სტაციონარში მუშაობის გამოცდილება
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
უპირატესობად ჩაითვლება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მართვა;
- დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების მართებულობის კონტროლი;
- სამედიცინო შემთხვევის მართვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების(პროტოკოლები) გათვალისწინებით;
- გამოვლენილი შენიშვნების და შემუშავებული რეკომენდაციების ელექტრონული აღრიცხვა;
- სადაო კლინიკური საკითხების განხილვა დეპარტამენტის უფროსთან ერთად.
პიროვნული თვისებები:
კომუნიკაბელურობა;
დაკვირვებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, წერილისსათაურში (Subject)მიუთითოთპოზიციისდასახელება (სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი). საბუთების მიღება წარმოებს 2024 წლის 15დეკემბრის ჩათვლით.