ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის”
აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
სოციალური მედიის მენეჯერი
ძირითადი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით,
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა,
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,
- უცხო ენების ცოდნა.
სასურველია:
- ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება,
ცენტრის სოციალური მედიის მართვა, განვითარება,
სარეკლამო კამპანიების მართვა – ფასიანი რეკლამების შექმნა და მათი მონიტორინგი სოციალური მედია პლატფორმებზე, როგორებიცაა Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვ,
კონტენტის შექმნა და მართვა,
სამიზნე აუდიტორიის, არხებისა და ამოცანების სწორად განსაზღვრა,
ციფრული მედიისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის ოპტიმალურად მართვა, ყოველთვიური რეპორტების მომზადება,
მის პასუხისმგებლობაში არსებული არხების ანალიზი/რეპორტების მომზადება.
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შემოქმედებითი აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: [email protected]
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 ნოემბერი.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სოციალური მედიის მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.