რომელი ხილი და ბოსტნეულია მდიდარი C ვიტამინით?

  • 2017.01.10

ვიტამინი C ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.



ის ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდა–განვითარებას. მონაწილეობას იღებს ორგანიზმის მრავალ ფუნქციაში: ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების შეთვისებაში, ჭრილობების შეხორცებაში. ვიტამინი C აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას და ააქტიურებს ორგანიზმის დაცვით ძალებს. C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია და სტრესთან გამკლავება შეუძლია. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს სასარგებლო ვიტამინი კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. იგი არეგულირებს სისხლის შედედებას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას. გვიცავს მრავალი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისგან.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დიდი დოზით C ვიტამინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა და კანის სიწითლე.

წარმოგიდგენთ ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც C ვიტამინითაა მდიდარი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა:

•    წიწაკა.
•    სალათის ფურცელი.
•    კივი.
•    ბროკოლი.
•    მარწყვი.
•    ციტრუსი.
•    პომიდორი.
•    ბარდა.
•    ისპანახი.
•    ხუჭუჭა კომბოსტო.
•    პაპაია.



წყარო ...




კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი 24 საათი თქვენს სამსახურში!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი 24 საათი თქვენს სამსახურში!

ჩვენი კლინიკის ტრავმატოლოგიის სამსახური გთავაზობთ ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობას 24 საათიან რეჟიმში.