სიახლე „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“
ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევა ტარდება უახლესი 2023 წლის ავსტრიული “SURPASS-EMS Biomedical” აპარატით!
რა არის ნეირომიოგრაფია (ელექტრონეირომიოგრაფია)?
ელექტრონეირომიოგრაფია კვლევის ოქროს სტანდარტია, რითაც ხდება პერიფერიული ნერვების, კუნთების და უშუალოდ ნერვ - კუნთოვანი შეერთების ფუნქციური შეფასება, დაზიანების ლოკალიზაციის და ხარისხის ზუსტად დადგენა, რათა მოხდეს შემდგომ ეფექტური მკურნალობის შერჩევა და დაზიანებული ნერვის აღდგენის პროგნოზირება.
როდის უნდა ჩატარდეს ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევა?
თუ გაქვთ:
- კიდურების და სხეულის დაბუჟება;
- დაქვეითებული ან სრულად გამოვარდნილი მგრძნობელობა სხეულის სხვადასხვა ნაწილში;
- სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი;
- კუნთების სპაზმი;
- კუნთების სისუსტე.
- ელექტრონეირომიოგრაფია არის კვლევის უსაფრთხო მეთოდი;
- არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას;
- ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს;
უკუჩვენება გახლავთ:
- გულის ხელოვნური რითმის გენერატორის - ე.წ პეისმეიკერის არსებობა;
- ორსულობა.
კვლევა ტარდება:
- სამშაბათს - 17:00 - 21:00
- ოთხშაბათს, პარასკევს - 15:00 - 19:00
- შაბათს - 10:00 – 17:00
კვლევაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშრდით: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
გისურვებთ ჯანმრთელობას!