ევროპის რადიოლოგთა კონგრესი - ECR-2024
წელს ევროპის რადიოლოგთა კონგრესზე - ECR-2024 ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჯგუფი ტრადიციულად გაეცნო უახლეს მიღწევებს რადიოლოგიაში.
დაიგეგმა ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ სინამდვილეში გადმოტანა.
ასევე, პირველად კლინიკის სახელით რადიოლოგიურმა სამსახურმა (თამაზ ჯაოშვილი, ნათია ბურჯანაძე, მარიამ ჩიხრაძე, დეა ჩიჩუა) წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი EPOSTER-ის ფორმატში. სტატიაში დამუშავებულია კლინიკური პრაქტიკისთვის აქტუალური საკითხები, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია რადიოლოგიურ საზოგადოებაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!