რადიაციული ონკოლოგი ნიკა თარგალაძე

რადიაციული ონკოლოგი ნიკა თარგალაძე

რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი  განაგრძობს განვითარებას

ჩვენს გუნდს შემოუერთდა რადიაციული ონკოლოგი ნიკა თარგალაძე — სპეციალისტი, რომლის საქმიანობა აერთიანებს როგორც კლინიკურ პრაქტიკას, ისე აქტიურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებას.

რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში, მათ შორის BEST of ASTRO, ESMO, Varian Training და Northwestern University Observership პროგრამებში, რაც ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე მიდგომების დანერგვას კლინიკურ პრაქტიკაში.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ონკოლოგიური სერვისების სრულ სპექტრს უზრუნველყოფს — დიაგნოსტიკიდან მკურნალობამდე — საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და უახლესი თაობის ტექნოლოგიების გამოყენებით.

ონკოლოგიის მიმართულებები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

კლინიკური ონკოლოგია
• ქიმიოთერაპია
• იმუნოთერაპია
• მიზნობრივი თერაპია

რადიაციული ონკოლოგია


ჩვენი კლინიკა რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ცენტრად მიიჩნევა, სადაც ტარდება მკურნალობა მაღალი სიზუსტის თანამედროვე რადიოთერაპიული მეთოდებით:


• ადაპტაციური რადიოთერაპია
• რადიოქირურგია (SRS, HyperArc, SBRT)
• სტანდარტული რადიოთერაპია  (IMRT, VMAT, SGRT, IGRT, DIBH)
• ბრაქითერაპია

ბირთვული მედიცინა


ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (Digital PET/CT), რაც უზრუნველყოფს დიაგნოსტიკის უმაღლეს სიზუსტეს და მკურნალობის სწორად შერჩევას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი — სადაც ინოვაცია, გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგია ერთიანდება პაციენტის ჯანმრთელობისთვის.

 

ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე +995 322 02 25 25

ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

გისურვებთ ჯანმრთელობას!