ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე! ამ ლოზუნგით კ.ერისთავის სახელობის. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა უფასო
სამედიცინო გასინჯვების აქცია ქალაქ ზესტაფონის მოსახლეობას ჩაუტარეს.
აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები აწარმოეს ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, ექოსკოპისტი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური კვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.
აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტია ის, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით.
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრი - დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.
კ. ერისთავის სახ.ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან დღემდე...