ცხადდება მიღება შემდეგ სუბსპეციალობებზე:
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
ექიმის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმთან ერთად, უმნიშვნელოვანესია სამედიცინო დაწესებულების ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები!
ქირურგიის ეროვნულ ცენტრზე არჩევანის გაკეთებისას, თქვენს სუბსპეციალობას ეუფლებით მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებთან და იღებთ უნიკალურ შანსს:
- გაეცნოთ ქართულ სამედიცინო რეალობაში არსებულ ინოვაციურ, უნიკალურ აპარატურას;
- დაესწროთ საინტერესო სამედიცინო შემთხვევების განხილვებს;
- დაესწროთ მაღალტექნოლოგიურ კვლევებს.
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ციფრული ტექნოლოგიების მედიცინაში დანერგვაა! სწორედ ამიტომ, ჩვენს ცენტრზე არჩევანის გაკეთებით, გეძლევათ შანსი ჩამოყალიბდეთ მაღალი დონის პროფესიონალად.
სასურველი სუბსპეციალობის პროგრამით სარგებლობისთვის გთხოვთ,
გამოგვიგზავნეთ საბუთები ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]
ან დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია
მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სახელმწიფო სერტიფიკატი „სამედიცინო რადიოლოგიაში“;
- სასურველია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი;
- რეზიუმე (CV);
- ცნობა სამუშაო ადგილიდან.
კურსის ღირებულება
- სუბსპეციალობა კომპიუტერული ტომოგრაფია - თვე 550 ლარი;
- სუბსპეციალობა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია - თვე 600 ლარი.
სწავლების ხანგრძლივობა: 8 თვე.
გისურვებთ წარმატებებს!