ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა რუსეთის მოქალაქემ, ინგუშეთის მკვიდრმა, რომელსაც ჰქონდა სიცოცხლისთვის საშიში პრობლემა – მოპულსირე წარმონაქმნი მუხლქვეშა ფოსოში, რის მიზეზსაც
წარმოადგენდა ანევრიზმის არსებობა, რაც დადასტურდა გამოკვლევებით. იყო ანევრიზმის გასკდომის რისკი.
ჩვენს კლინიკაში ვიზიტამდე, პაციენტმა მიმართა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებს, სადაც ძირითადად სთავაზობდნენ ღია ოპერაციულ მკურნალობას და აფრთხილებდნენ, რომ არსებობს კიდურის დაკარგვის რისკი.
წარმატებული ოპერაციის შესახებ გვესაუბრა სისხლძარღვთა პლასტიკური და რეკოსნტრუქციული ქირურგი.
„გაკეთდა შესაბამისი კვლევები. აღმოჩნდა დიდი ზომის ძალიან უცნაური, ცუდ ზონაში განლაგებული ბარძაყის არტერიის ანევრიზმა. სიტუაცია იყო ძალიან რთული, ვინაიდან ანევრიზმის გასკდომა ყოველ წუთში იყო მოსალოდნელი. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ რისკის შემცველი იყო საოპერაციოდ. ჩვენ გვაქვს ამიერკავკასიაში უნიკალური ბიპლან ანგიოგრაფი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს აჩვენოს გამოსახულება ორ სხვადასხვა პროექციაში. მოკლევადიანი მომზადების შემდეგ, ანგიოგრაფის კონტროლით, სპეციალური მოწყობილობა ბარძაყის არტერიიდან ჩხვლეტის საშუალებით შევიყვანეთ. ანევრიზმა სრულიად გამოეთიშა სისხლის მიმოქცევიდან. ოპერაცია მიმდინარეობდა სულ 1 საათის განმავლობაში. შესაბამისად, ხვალ პაციენტი ადგება და სახლში წავა ყოველგვარი განაკვეთების გარეშე, მხოლოდ ნაჩხვლეტით. დღესდღეობით, ამიერკავკასიაში, ჩვენს კლინიკაში არის ენდოვასკულარული ჩარევების ყველაზე მძლავრი ლაბორატორია. მსგავსი ოპერაციები წარმოადგენს ქირურგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის უმაღლეს სტანდარტს“.
რა აინტერესებთ პაციენტებს
მიალგია
კითხვა: გამარჯობა, მამაჩემს აქვს ჯანმრთელიბის პრობლემები.დაეწყო ზამთარში ფეხის დამძიმებით, მარცხენა ფეხში მუხლის ზემოთ ჰქონდა სიმძიმის შეგრძნება და მოძრაობის შეზღუდვა.დაახლოებით ერთი თვის მერე სიმპტომები გადავიდა მარჯვენა ხელზეც, კერძოდ ცერა თითზე. მარჯვენა ხელში ნაკლებად აქვს ძალა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მ ეორე ფეხზეც შეექმნა იგივე პრობლემა.ხელის კუნთები უთრთის და პერიოდულად კარგავს წონასწორობას . განსაკუთრებით როცა ჩადის კიბეზე.ანუ მოძრაობის შეზღუდვა აქვს ცალ ხელსა და ახლა უკვე ორივე ფეხში. ამჟამად არ იღებს მედიკამენტებს თუმცა ჩაიტარა მკურნალობა შემდეგი პრეპარატებით: კალიფორდი ფორტე.კაფსულები. ვენოდიოლი. როქსილოლი. ტოქსიტენოლი კუნთში. როვასტატი შემოგარსული აბი.მკურნალობის ამ კურსის გავლის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
დაღლილი ფეხების სინდრომი
კითხვა: ქვედა კიდურებში სიმძიმე, ისეთი რომ დგომაც მიჭირს, სიარულისას მალევე ვიღლები. ბოლო ხანს, დილით, გაღვიძებისას ფეხზე დადგომაც მიჭირს, ნელ-ნელა ჯერ ვჯდები და შემდეგ ვდგები, ვარიკოზი მაქვს, მაგრამ ისე უცებ გამიუარესდა მდგომარეობა, რომ მარტო ვენების ბრალი არ მგონია, არც ჩიყვის, იმიტომ რომ,ვაკონტროლებ ჰორმონს TSH-ს. თქვენ რას მირჩევთ?
ვენური პათოლოგია
კითხვა: მოგესალმებით ერთ ფეხზე ქვედა კიდური მაქვს გამაგრებული გაბუჯებული ოდნავ შესიებული თითქოს რაგაც სხვა ფერიც აქვს ისე მაქვს ვენების პრობლემაც გამწერეს დოპლერის გადასაგებად და ანგიოლოგთან მეშინია განგრენამ ხომ არ იცის გამაგრება. იქნებ მითხრათ საშიშია თუ არა.
სტენტირება
კითხვა: გამარჯობა.პაციენტი არის 85წლის და ფეხის ტკივილები აქვს.მარცხენა ფეხზე სჭირდება სტენდირება მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ეს ოპერაცია ამ ასაკში და რა თანხასთანაა დაკავშირებული?მადლობა
სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში
კითხვა: გამარჯობათ.მაწუხებს ფეხების ტკივილი სიმძიმის შეგრძნება .ხანდახან ისე მიხურს ფეხის გულები რომ წვაში გადადის.ვენები გარეგნულად არ ჩანს .მიჭირს ფეხზე დგომა რადგან მალე ვიღლები და ძალა მელევა.რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო რა ღირს კონსულტაცია მაინტერესებს .ვარ 37 წლის.
მტევნის ართრიტი
კითხვა: გამარჯობათ. მაწუხებს მარცხენა ხელი. ოდნავ სიცივეზე მეწყება ტკივილი. რისგან შეიძლება იყოს და როგორ ვიმკურნალო. წინასწარ გიხდით მადლობას