დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უერთდება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს!

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!

 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა და ეს კონკრეტული თარიღიც სპეციალურად შეირჩა. საიუბილეო რიცხვი 21–ე ქრომოსომაზე მიგვანიშნებს, მარტი კი, როგორც წელიწადის მესამე თვე -ტრისომიულ მოვლენას!

დაუნიზმი არა ავადმყოფობა, არამედ ორგანიზმის განსხვავებული  მდგომარეობაა!

 

დაუნის სინდრომი და მსოფლიო სტატისტიკა

ცნობილია, რომ  ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ ყოველ 700 ახალშობილში 1 დაუნის სინდრომიანია და წლის განმავლობაში, ამ მდგომარეობით ქვეყანას 6,000 ჩვილი ევლინება.

მიუხედავად ადამიანთა უმრავლესობისგან განსხვავებული ნიშან-თვისებების და ფიზიკური მახასიათებლების არსებობისა , სწორი აღზრდისა და დროული სოციალიზაციის პირობებში , ზედმეტქრომოსომიანი ადამიანები ჩვეულებრივ მოქალაქეებად ყალიბდებიან.

გიყვარდეთ, დააფასეთ და იმეგობრეთ ასეთ ადამიანებთან!

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!