ჩვენი სტუმარი: ფილიპ პორტმანსი

ჩვენი სტუმარი: ფილიპ პორტმანსი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ფილიპ პორტმანსი - გამოჩენილი ბელგიელი პროფესორი, რადიაციული ონკოლოგი, მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და დამსახურებული ფიგურა. სხვადასხვა წლებში მისი მედიცინის დარგში გაწეული შრომისა და დამსახურებების შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ:

 

  • პარიზის კიურის ინსტიტუტის რადიაციული ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი;
  • ანტვერპენის საუნივერსიტეტო კლინიკა „IRIDIUM KANKERNETWERK”-ის რადიაციული ონკოლოგი;
  • ECCO-სა და ESTRO-ს პრეზიდენტი;
  • „ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების“, „ევროპის ქირურგიული ონკოლოგიის საზოგადოებისა“ და „ევროპის ონკოლოგიური სკოლის“ საგანმანათლებლო საქმიანობის წევრი;
  • „ევროპის რადიოთერაპიისა და ონკოლოგიის საზოგადოების“ ბორდის წევრი;
  • ხელმძღანელობდა „ევროპის კიბოს ორგანიზაციის“ ონკოპოლიტიკის კომიტეტს;
  • „იაპონიის თერაპიული რადიოლოგიისა და ონკოლოგიის საზოგადოების“ საპატიო წევრი.

 

ამას გარდა, ფილიპ პორტმანსი აქტიურადაა ჩართული სამედიცინო ლიტერატურის შექმნაში. იგი არის უამრავი სამეცნიერო ნაშრომის თუ კვლევის ავტორი და მთავარი რედაქტორი, „რადიოთერაპიის და ონკოლოგიის სარედაქციო საბჭოს“ წევრი. დღემდე აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს მასშტაბით გამართულ სიმპოზიუმებსა თუ სამეცნიერო კონფერენციებში და საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას უცხოელ კოლეგებს უზიარებს.

 

ასევე, რადიაციულ ონკოლოგიასა და მედიცინაში გაწეული შრომისთვის ფლობს ისეთ პრესტიჟულ ჯილდოებს ESTRO-ს ნომინაციებში, როგორებიცაა:

  • Jens Overgaard legacy award;
  • Klaas Breur award;
  • St.Gallen Breast Cancer Award.

 

შეგახსენებთ, პროფესორი ფილიპ პორტმანსი 23-24 სექტემბერს საქართველოს ესტუმრა და მონაწილეობა მიიღო ქირურგიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.