ბირთვული მედიცინა ონკოლოგიაში

ბირთვული მედიცინა ონკოლოგიაში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

15-16 აპრილს, კახეთში, ქირურგიის ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომლის მთავარი თემაც იქნება „ბირთვული მედიცინა ონკოლოგიაში“.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ბირთვული მედიცინის მოწვეული პროფესორები აშშ-დან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან და საქართველოდან.

უცხოელი სტუმრები სამედიცინო საზოგადოებას წარუდგენენ მოხსენებებს ონკოდაავადებების დიაგნოსტირება-მკურნალობაში ბირთვული მედიცინისა და პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (პეტ/კტ) მნიშვნელობის შესახებ.

იმავდროულად, ქირურგიის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციური ონკოლოგები და სამედიცინო ფიზიკოსები წარმოადგენენ საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს და დამსწრეებს გაუზიარებენ საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას. 

საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც საკონფერენციო დარბაზში დასწრების, ასევე დისტანციურად, ვიდეოკავშირის საშუალებით.


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად