ვაშლის სასარგებლო თვისებები

საკვები

ვაშლი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით.


ის სასარგებლოა პირის ღრუსთვის – ამცირებს ბაქტერიების დონეს.

თაგვებზე ჩატარებული სამეცნიერო ექსპერიმენტის თანახმად, ვაშლის წვენი ალცჰაიმერის დაავადებისგან გვიცავს.

ალცჰაიმერი ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცნობიერებითი უნარების: მეხსიერების, ლოგიკური აზროვნებისა და მეტყველების თანდათანობითი დაკარგვა. ალცჰაიმერი დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 მილიონი ადამიანი იტანჯება.

ვაშლი ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი და პარკინსონისგან გვიცავს.

პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესირებადი და ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მოძრაობის დარღვევას იწვევს.

საწყის ეტაპზე ვლინდება ტრემორი (ხელების კანკალი), მოძრაობისას დისკომფორტი. ამასთან, შესაძლოა გამოვლინდეს აზროვნებისა და ქცევის პრობლემები. პარკინსონით დაავადებულთა მესამედზე მეტს აღენიშნება დეპრესია და შფოთვა. ზოგჯერ ვლინდება ძილთან დაკავშირებული პრობლემებიც.

2013 წელს მსოფლიოს მასშტაბით ამ დიაგნოზით 103 000 ადამიანი გარდაიცვალა. ძირითადად, ვლინდება 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში. ქალებთან შედარებით მამაკაცებს უფრო ხშირად უვითარდებათ.

ეს ხილი მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტის რისკს. ქალბატონები, რომლებიც დღეში თუნდაც ერთ ვაშლს მიირთმევენ 28%–ით ამცირებენ დიაბეტი ტიპი 2 განვითარების რისკს.

მოგეხსენებათ, ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა ქოლესტერინის მაღალი დონე. ვაშლი კი ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ქოლესტერინი წარმოადგენს ცხიმის ნაირსახეობას.

ქოლესტერინის დაახლოებით 80%–ს გამოიმუშავებს ორგანიზმი, ხოლო დანარჩენ 20%–ს ადამიანი საკვებიდან იღებს. ჭარბი დოზით ქოლესტერინი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, რადგან შეუძლია არტერიის სრული ბლოკირება რაც იწვევს გულის დაავადებებს, ინფარქტსა და ინსულტს.

ვაშლი ანეიტრალებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისთვის დამახასიათებელ დისკომფორტს. სინდრომის დროს პაციენტი უჩივის ყაბზობას, დიარეასა და მუცლის ტკივილს. ამ დროს სასურველია, რომ მოერიდოთ რძის პროდუქტებსა და ცხიმიან საკვებს.    

თუ სიმსუქნეს ებრძვით ან სასურველი წონის შენარჩუნება გსურთ სასურველია მიირთვათ ვაშლი. ჭარბი წონა გულის დაავადებების, ინსულტის, ჰიპერტენზიისა და დიაბეტი ტიპი 2 განვითარების ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია.    

ამასთან, ვაშლი ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.