მარწყვის სასარგებლო თვისებები

საკვები

მარწყვი გემრიელი ხილია.


წარმოგიდგენთ მის სასარგებლო თვისებებს:

•    მარწყვი C ვიტამინის წყაროა – აუმჯობესებს იმუნიტეტს.
•    ძლიერი ანტიოქსიდანტია და იცავს თვალის ჯანმრთელობას. განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულებისთვის.
•    მარწყვი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას. ასაკის მატებასთან ერთად, მცირდება კოლაგენი და საჭიროა, მივირთვათ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები იმისთვის, რომ კანს მეტად ახალგაზრდული იერი ჰქონდეს.   
•    ის ამცირებს სახსრის ანთებას.
•    მარწყვი აწესრიგებს არტერიულ წნევას. კალიუმი არეგულირებს წნევას და ამცირებს ჰიპერტენზიას.  
•    ებრძვის ცუდ ქოლესტერინს.     
•    მარწყვი გვინარჩუნებს ჯანსაღ წონას, რომლის წყალობითაც დაცულები ვართ გულის დაავადებისა და დიაბეტი ტიპი 2–სგან. მარწყვი დაბალკალორიული და უცხიმო ხილია.

გაითვალისწინეთ, რომ მარწყვმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.