რა საფრთხეს გვიქმნის მზისგან დამცავი ლოსიონის ჭარბი დოზა?

  • 02 მაისი 2017

ზაფხულში მზისგან დამცავ ლოსიონს ვიყენებთ.



სანაპიროზე რუჯისთვის რეკომენდებულია დილით ადრე და საღამოს ნებივრობა, ხოლო შუადღის მზის გულზე ყოფნა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ულტრაიისფერი გამოსხივება კიბოს გამომწვევი რიგით მესამე რისკ-ფაქტორია. ავთვისებიანი მელანომა კანის კიბოს ყველაზე ვერაგი, სასიკვდილო ფორმაა. ოფიციალური სტატისტიკით, ბრიტანეთში მელანომა 15 000-ზე მეტ ადამიანს აქვს, ხოლო ეს დიაგნოზი აშშ-ში 76 000 ადამიანს დაუსვეს.

მეცნიერები გვირჩევენ, რომ დავიცვათ ზღვარი და არ გამოვიყენოთ მზისგან დამცავი ლოსიონი ჭარბი დოზით, რომლის გამოც დიდია იმის რისკი, რომ მზის სასარგებლო ვიტამინი დაიბლოკოს. მკვლევარები განმარტავენ, რომ დიდი რაოდენობით მზისგან დამცავი ლოსიონის გამო ორგანიზმი ვეღარ ითვისებს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან D ვიტამინს. ნაშრომი წარმოადგინეს კალიფორნიაში მდებარე უნივერსიტეტის Touro University მეცნიერებმა.

„ადამიანები ნაკლებ დროს ატარებენ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში და როცა გარეთ გადიან, მზისგან დამცავი კრემით სარგებლობენ და ამის გამო ორგანიზმი ვეღარ გამოიმუშავებს D ვიტამინს. კანის კიბოსგან თავის დასაცავად არსებობს ჯანსაღი საშუალება – არ ისეირნოთ შუადღის მზის გულზე ქუჩაში და გაითვალისწინეთ, ზომიერი დოზით მზის სხივები სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან ხელს უწყობს D ვიტამინის ზრდას“, – აცხადებს პროფესორი, კიმ ფოტენჰაუერი.

D ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ძვლისა და კბილების ჯანმრთელობისთვის. ის იცავს და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. D ვიტამინის წყალობით, ორგანიზმი კალციუმს მოიხმარს. მეცნიერები ყველას და პირველ რიგში ოფისში დასაქმებულებს ურჩევენ, რომ თუნდაც ლანჩის დროს 10 წუთით გავიდნენ სუფთა ჰაერზე და მზის სხივებით დატკბნენ. ასევე ამ ვიტამინით მდიდარია თევზი, კვერცხი, წითელი ხორცი.


D ვიტამინის ნაკლებობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

•    კუნთების სისუსტე.
•    ძვლის ტკივილი.
•    ნაწლავის პრობლემა.
•    დაღლილობა.


D ვიტამინის დეფიციტის გამო არსებობს დეპრესიის განვითარების დიდი რისკი.


წყარო ...

კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.