ხართ თუ არა სტრესში?

  • 19 მაისი 2017

სტრესი იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც ორგანიზმში გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ, მათგან დასაცავად წარმოიშობა.

სტრესის დროს სისხლში დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიტყორცნება, ცხადდება სარეზერვო ძალების მობილიზაცია. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ძლიერი სტრესი თმის ცვენას იწვევს. სტრესის დროს ხშირია თავის ტკივილი. როგორც წესი სხვა სიმპტომებს შორის ყველაზე ხშირად ვლინდება დაღლილობა, რადგან სტრესისა და უძილობის გამო ორგანიზმი გამოფიტულია. ძლიერი სტრესის გამო ქვეითდება იმუნური სისტემა  და იზრდება რესპირატორული ინფექციებისა და გულის დაავადებების განვითარების რისკი.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიშანს იმისა, რომ სტრესში ხართ:
•    გამოფიტული ხართ.
•    ძილთან დაკავშირებული პრობლემებით იტანჯებით.
•    ხშირად ცივდებით.
•    დაბნეული ხართ.
•    ქრონიკულად გტკივათ თავი.
•    ზედმეტად ემოციური ხართ.
•    საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაწუხებთ.
•    გუნება–განწყობილების გაუმჯობესებას ალკოჰოლით ცდილობთ.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.