როგორ მივხვდეთ, რომ ორგანიზმს რკინა აკლია?

  • 20 მაისი 2017

რკინა ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია.

ის მონაწილეობს ჟანგვა–აღდგენით რეაქციებში, სისხლის წარმოქმნის, სუნთქვისა და იმუნობიოლოგიურ პროცესებში. რკინა სისხლისა და ასეულობით ფერმენტის შემადგენლობაში შედის.

რკინის დეფიციტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

•    დაღლილობა.
•    ფერმკრთალი სახე.
•    ცივი ხელები და ფეხები.
•    სუნთქვის გაძნელება.
•    თავბრუსხვევა.
•    თავის ტკივილი.
•    თმის ცვენა.
•    მტვრევადი ფრჩხილები.

რკინის დეფიციტის დროს ადამიანი გაღიზიანებულია და თავს სუსტად გრძნობს, უჭირს ერთ საკითხზე კონცენტრირება. დაღლილობას გრძნობთ, რადგან კუნთსა და უჯრედში ჟანგბადის დონე დაქვეითებულია. აუცილებელია ორგანიზმში რკინის დონე გაიზარდოს, რადგან მისი წყალობით მნიშვნელოვნად მცირდება ანემიის რისკი. ძალიან სასარგებლოა C ვიტამინით მდიდარი კვების რაციონი.

ამასთან, სასურველია მიირთვათ: ძროხის ხორცი, ლობიო, ტოფუ (სოიოს ხაჭო), კვერცხი, ბოსტნეული, ნიგოზი, არაქისის კარაქი.  


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.