10 წლის ბიჭი 190 კილოს იწონის

  • 26 მაისი 2017

ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

10 წლის ინდონეზიელი  ბიჭი აირა 190 კილოს იწონის. ბავშვი დიდი რაოდენობით მიირთმევდა წრაფი კვებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს და გაზიან სასმელს. როგორც ბავშვის დედა 36 წლის როკაია ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, ბიჭი დღეში ხუთჯერ მიირთმევდა: ბრინჯს, მზა საკვებს, ძროხის ხორცს, თევზს, ბოსტნეულის წვნიანს, სოიოს ღვეზელებს. თუმცა ამის მიუხედავად მაინც შიოდა.

ექიმები ბავშვის წონით შეშფოთებულები იყვნენ. მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლის გადასარჩენად ჩატარდა სლივ-გასტრექტომიის ოპერაცია. ბარიატრიული ქირურგია სიმსუქნესთან დაკავშირებულ ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს. ბავშვმა ოპერაციამდე 9 კილო დაიკლო, შემდეგ კიდევ 18 კილოგრამს დაემშვიდობა. მშობლები იხსენებენ, რომ აირა დღეში იმ დოზა საკვებს მიირთმევდა, რომელიც სრულიად საკმარისია 2 ზრდასრული ადამიანის გამოსაკვებად.

 ჭარბი წონის გამო ბავშვს მოძრაობა უჭირდა, აღარ დადიოდა სკოლაში და დიდ დროს უმოძრაოდ, პატარა აუზში ნებივრობაში ატარებდა.
 
„ბედნიერი ვარ, რომ წონაში კლებას განაგრძობს თუმცა ამის მიუხედავად მისი ასაკისთვის მაინც ძალიან მსუქანია. იმედი მაქვს, ნორმალურ წონას დაუბრუნდება და მისი თანაკლასელების მსგავსად ჯანმრთელი იქნება“, – ამბობს ბავშვის დედა.

 ოპერაცია ჩაატარა ქირურგმა, ჰენდი უინგმა. ბარიატრიული ქირურგია რეკომენდებულია 18–დან 65 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, რომელთა სხეულის მასის ინდექსიც 35–ზე მაღალია. 10 წლის პაციენტის წონა შეფასდა როგორც მორბიდული სიმსუქნე, რის გამოც არსებობდა გულის დაავადების, დიაბეტისა და სუნთქვის გაძნელების რისკი და სწორედ ამიტომ გადაწყდა ოპერაცია. ექიმები იმედოვნებენ, რომ ერთ წელში მისი წონა 100 კილოზე ნაკლები იქნება.
 

წყარო ...
 


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.