შესაძლებელია თუ არა, რომ ჯანმრთელი იყოთ და ჭარბი წონა გაწუხებდეთ?

  • 27 მაისი 2017

სიმსუქნეს 21–ე საუკუნის შავ ჭირს უწოდებენ.

ოფიციალური სტატისტიკით, აშშ–ში მცხოვრები ყოველი 3 ადამიანიდან ერთი ჭარბ წონას ებრძვის. სიმსუქნის დიაგნოზს სვამენ მაშინ, როცა სხეულის მასის ინდექსი 30 ან მეტია. 2013 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სიმსუქნე დაავადებაა. ზოგიერთი პიროვნება ფიქრობს, რომ ჩვენს გარშემო ცხოვრობენ ჭარბწონიანი ადამიანები, რომლებიც სრულიად ჯანმრთელები არიან. თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ ტერმინი „ჯანმრთელი ჭარბწონიანი ადამიანი“ არის მითი.

კვლევაზე მუშაობდნენ ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები.

მათ შეისწავლეს 1995–დან 2015 წლამდე 3.5 მილიონი ზრდასრულის სამედიცინო ჩანაწერი. მონაწილეებს არ ჰქონდათ გულ–სისხლძარღვთა დაავადების ისტორია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ჭარბი წონის მქონე ადამიანებში, რომლებიც განიხილებოდნენ ჯანმრთელად, 49%–ით მაღალი იყო გულის დაავადების რისკი და გულის უკმარისობის რისკის მაჩვენებელი 96%–ს შეადგენდა. ამასთან, ჭარბი წონის გამო ინსულტის განვითარების რისკი 7%–ია.

„ჯანსაღი სიმსუქნე მითია. ე.წ. „მეტაბოლური ჯანმრთელი“ მსუქანი ადამიანები კვლავაც არიან იმის რისკის წინაშე, რომ განუვითარდეთ გულის დაავადება, ცერებროვასკულური დაავადება და გულის უკმარისობა. ამ კატეგორიაში გაცილებით მაღალია იმის რისკი, რომ დაავადებები განვითარდეს ვიდრე იმ ჯგუფში, რომელსაც ნორმალური წონა აქვს“, – აცხადებს კვლევის ავტორი, რიში კალიაჩეტი.

მკვლევარები განმარტავენ, რომ აუცილებელია ადამიანმა ზედმეტი კილოგრამები დაიკლოს და ჯანსაღი, ნორმალური წონა ჰქონდეს.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.