ალუბლის სასარგებლო თვისებები

  • 01 ივნისი 2017

ალუბლის ახალმოკრეფილი ნაყოფი ძვირფასი საკვები პროდუქტია.

წარმოგიდგენთ 6 მიზეზს, რის გამოც ალუბალი შეგიყვარდებათ.


არტერიული წნევის შესამცირებლად ალუბლის წვენი ისეთივე სასარგებლოა, როგორც მედიკამენტის მიღება. ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ წყალში გაზავებული ალუბლის წვენი 3 საათში 7%–ით ამცირებს არტერიულ წნევას. ამის წყალობით კი ინსულტის რისკი მცირდება 38%–ით, ხოლო გულის დაავადება 23%–ით.

ალუბალი შეიცავს 2 ძლიერ ნაერთს, ანტოციანსა და ბიოფლავონოიდს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ძლიერი ანტიოქსიდანტის წყალობით, ალუბლის წვენს შეუძლია შეამსუბუქოს სახსრის ანთება ართრიტისა და ნიკრისის ქარის დროს.

დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინსა და ბოჭკოს.

აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას. ზოგიერთ სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ეს გემრიელი ხილი ამცირებს ალცჰაიმერის დაავადებისა და ჰანტინგტონის დაავადების სიმპტომებს.

ჩინებული წამალია ძლიერი ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ კუნთის ტკივილის შესამსუბუქებლად. ანტოციანების, ძლიერი ანტიოქსიდანტების დახმარებით ითავსებს ანთების საწინააღმდეგო თვისებას.
ალუბალი მელატონინის წყაროა. ეს არის ჰორმონი, რომელიც გეხმარებათ აკონტროლოთ ძილი. თუ უძილობა გაწუხებთ, სასურველია, მიირთვათ ალუბლის წვენი.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.