რამდენიმე სასარგებლო რჩევა სხეულის დეტოქსისთვის

დეპრესია

იშვიათად თუ შეგხვდებათ ადამიანი, რომელსაც სწრაფი კვების ობიექტში სადილობა არ უყვარდეს.

არაჯანსაღი პროდუქტები, გაზიანი და ტკბილი სასმელები, სტრესი, უძილობა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რის გამოც ორგანიზმი ითრგუნება. დეტოქსი თქვენგან ნამდვილად არ მოითხოვს ექსტრემალურ დიეტას. დეტოქსის წყალობით ორგანიზმიდან იდევნება ტოქსინები.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომელიც ორგანიზმის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ:
• მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები. სასურველია, თქვენი კვების რაციონში დიდი რაოდენობით იყოს ხილი და ბოსტნეული. გირჩევთ მიირთვათ ლობიო, ნიგოზი, მთლიანი მარცვლეული. ცილოვანი საკვები და პრობიოტიკი ხელს უწყობს ნაწლავისა და ღვიძლის ფუნქციონირებას. რეკომენდებულია, რომ კვების რაციონში მაქსიმალურად შეზღუდოთ შემწვარი და დამუშავებული, შაქრის შემცველი პროდუქტები;
• დღის განმავლობაში ხშირად დალიეთ წყალი. სწორედ ეს ჯადოსნური სასმელია სასარგებლო თირკმელისთვის. წყალი ორგანიზმიდან ჩინებულად დევნის ტოქსინებს. შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ჩაი;
• ივარჯიშეთ. ფიზიკური აქტივობის წყალობით ადამიანი ენერგიის მოზღვავებას გრძნობს, სტრესისგან თავისუფლდება;
• იკვებეთ მცირე ულუფებით. საკვები დაღეჭეთ ნელა;
• ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მშვიდი ძილი.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.