რა ხდება მაშინ, როცა რეკომენდებული დროით არ გძინავთ?

უძილობა

მშვიდი ძილი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

სამწუხაროდ, უძილობით თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემებით მსოფლიოში ბევრი ადამიანი იტანჯება. მეცნიერების აზრით, სასურველია, ზრდასრულს 8 საათის განმავლობაში ეძინოს, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს გაცილებით მეტი დრო სჭირდება. თუ ძილს 6 საათზე ნაკლებ დროს უთმობთ არსებობს იმის საფრთხე, რომ ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგაწუხოთ. სასურველია, ყურადღება მიაქციოთ სიმპტომებს! თუ სტატიაში წარმოდგენილი ნიშნები გეცნობათ ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ბრძანდებით იმ უამრავ ადამიანს შორის, რომელსაც ძილთან დაკავშირებით პრობლემა აქვს:

• დეპრესიული ხართ, მარტივად ღიზიანდებით და შფოთავთ. სამწუხაროდ, რეალობას ვერსად გაექცევით - უძილობა თქვენს ემოციებს, ფსიქიკურ ჯანმრთელობას ემუქრება;
• თუ სამსახურში საქმეზე კონცენტრირება გიჭირთ, ნაკლებად მოტივირებული ბრძანდებით უძილობას დააბრალეთ! ხშირ შემთხვევაში თქვენი არაპროდუქტიულობის მიზეზია ის, რომ ღამით ვერ დაიძინეთ;
• შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ უძილობა თქვენი წელის გარშემოწერილობაზეც ახდენს გავლენას. მეცნიერთა აზრით, ძილის დეფიციტის გამო ძლიერდება მადა. თუ 6 საათზე ნაკლები გძინავთ არსებობს იმის საფრთხე, რომ ჰორმონ ლეპტინის დონე მნიშვნელოვნად დაქვეითდეს და შედეგად მძაფრი სურვილი გაგიჩნდეთ ჭარბი დოზით მიირთვათ არაჯანსაღი პროდუქტი.
• თუ დღის განმავლობაში გეძინებათ. თუ ყოველ ნახევარ საათში ამთქნარებთ და იმედი გაქვთ, რომ ყავა გამოგაფხიზლებთ, ეს უტყუარი ნიშანია, რომ დროა ძილთან დაკავშირებულ პრობლემას დროულად უმკურნალოთ;
• მოგეხსენებათ, რომ ძილი ტვინს დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაში ეხმარება. მაშინ, როცა ტკბილად გძინავთ, ტვინი ჯანსაღდება და ძალებს იღდგენს. ეხლა წარმოიდგინეთ რა ემართება მას, როცა არ გძინავთ!
• თუ უმნიშვნელო დეტალიც კი გაღიზიანებთ ეს იმას ნიშნავს, რომ ღამით მშვიდად არ გძინავთ.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.