შოკოლადი ნაწლავისთვის სასარგებლოა?

ნაწლავი

შოკოლადი სასარგებლო ბაქტერიების დონეს ზრდის და ნაწლავში ამცირებს ანთებით პროცესს.

ნაწლავში უამრავი ბაქტერია ბუდობს. როცა ამ მიკრობების ბალანსი ირღვევა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები იჩენს თავს, მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული დაღლილობა და სხვა.

რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, რომ კაკაოს წყალობით ნაწლავში ე.წ. მეგობრული ბაქტერიების რაოდენობა იზრდება. წლების წინ მკვლევარები გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ კაკაოში არსებულ კომპონენტს ბაქტერიის სახელწოდებით Clostridium histolyticum–ის შემცირება შეუძლია. ეს არის ბაქტერია, რომელიც ბუდობს გაღიზიანებული ნაწლავის დაავადების მქონე პაციენტში. მიუხედავად კაკაოს სასარგებლო თვისებებისა, რაზეც რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომშია ყურადღება გამახვილებული ზოგიერთი მკვლევარის აზრით, კაკაო შოკოლადს ვერ უტოლდება.

ამ კონკრეტულ სამეცნიერო კვლევაში მეცნიერებმა გამოიყენეს კაკაოს ექსტრაქტი, რომელიც არ შეიცავს მაღალი რაოდენობის შაქარსა და ცხიმს. დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი ან შავი შოკოლადი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს კაკაოს – სწორედ ეს არის ყველაზე მიახლოვებული ალტერნატივა იმ კაკაოსთან, რომელიც ექსპერიმენტში გამოიყენეს. თუ შავ შოკოლადს ზომიერად მიირთმევთ, გაიზრდება მეგობრული ბაქტერიის რაოდენობა.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.