შინაური ცხოველის ავადმყოფობის გამო პატრონი დეპრესიის რისკის წინაშეა

დეპრესია

შინაური ცხოველის ავადმყოფობას პატრონი ისევე განიცდის, როგორც ოჯახის წევრის.

მაშინ როცა ჩვენი კატა ან ძაღლი თავს ცუდად გრძნობს, ხალისს ვკარგავთ, ვნერვიულობთ. ამის გამო სავსებით შესაძლებელია, რომ პატრონს დეპრესიისა ან შფოთვის სიმპტომები გამოუვლინდეს.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლისა თუ კატის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულ გავლენას ახდენს პატრონის ფსიქიკაზე.

ნაშრომზე მუშაობდნენ კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები. კვლევაში ჩართული იყო დაავადებული ძაღლისა თუ კატის 119 პატრონი და ასევე ისინი, ვისი შინაური ცხოველებიც ჯანმრთელები იყვნენ.

ექსპერტებმა შეისწავლეს სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის დონე. კვლევამ ცხადყო, რომ ქრონიკული დაავადების მქონე თუ ტერმინალურ სტადიაში მყოფი შინაური ცხოველის პატრონს ყველა ეს სიმპტომი უფრო მეტად აღენიშნებოდა.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.