100 000 თინეიჯერი იმდენად ჭარბწონიანია, რომ ზედმეტ წონას ქირურგიული ოპერაციის გარეშე ვერ დაიკლებს

სიმსუქნე

მსოფლიოში სიმსუქნით ბევრი ადამიანი იტანჯება.

ოფიციალური სტატისტიკით, დაახლოებით 100 000 ბრიტანელი თინეიჯერი იმდენად მსუქანია, რომ ზედმეტი წონის პრობლემა ოპერაციის გარდა ვერაფრით მოგვარდება. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 13–დან 18 წლამდე ასაკის თინეიჯერთა 2.4% ძალიან მსუქანია. მოგეხსენებათ, რომ სიმსუქნის გამო მნიშვნელოვნად იზრდება გულის დაავადების, ინსულტის, ჰიპერტენზიისა და დიაბეტის რისკი.

„როცა ახალგაზრდა ჭარბწონიანია, ხშირ შემთხვევაში ძალიან უჭირს წონაში დაკლება და ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ოპერაციაა“, – განმარტავს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი რასელ ვინერი.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბრიტანეთში მცხოვრები მოსახლეობის მეოთხედი მსუქანია. ამის გამო იზრდება დიაბეტი ტიპი 2–ის, გულის დაავადების, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადებისა და კიბოს შემთხვევები. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბრიტანეთში ყოველი 20 ადამიანიდან ერთს დიაბეტი ტიპი 2 აქვს – დაავადება, რომელიც იწვევს გულის პრობლემებს, ინსულტს, თირკმლის უკმარისობას, მხედველობის დაქვეითებას.

მდგომარეობის გამო ყოველწლიურად 24 000 ადამიანი ნაადრევად იღუპება. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ იმ ადამიანისთვის, ვისი სხეულის მასის ინდექსიც 35 და მაღალია და დიაბეტი ტიპი 2–ის რისკის წინაშეა, ოპერაცია რეკომენდებულია.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.