რა უნდა ვიცოდეთ ფიბრომიალგიის შესახებ?

ფიბრომიალგია

ფიბრომიალგია დაავადებაა, რომელსაც კუნთების ტკივილი ახასიათებს.

ქრონიკული სინდრომია, რომელიც იწვევს როგორც ფიზიკურ ტკივილს, ასევე ფსიქიკურ აშლილობას. სიმპტომები დროთა განმავლობაში ჩნდება და შემდეგ ქრება – მწვავდება ფიზიკური ან ემოციური სტრესის დროს.

სიმპტომები მოიცავს ძლიერ ტკივილს და იმ დონის დაღლილობას, რომ ადამიანს ყოველდღიური საქმიანობის შესრულება უჭირს. აღსანიშნავია, რომ დაავადება არ იწვევს სახსრის ან კუნთის ანთებას.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, აშშ–ში 18 წლის და ზემოთ ასაკში მყოფი დაახლოებით 5 მილიონი ზრდასრული ფიბრომიალგიით იტანჯება და პაციენტთა 80–90% ქალბატონია.

დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. რისკ–ფაქტორებია:

· სტრესი, როცა ადამიანი ემოციურ ან ფიზიკურ ტრავმას იღებს;

· რევმატოიდული ართრიტი ან სხვა ტიპის ავტოიმუნური დაავადება;

· ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები.

ფიბრომიალგია შესაძლოა იყოს მემკვიდრეობითი. ქალბატონებს, რომელთა ნათესავებსაც ფიბრომიალგია აქვთ, დაავადების განვითარების დიდი რისკის წინაშე არიან. ამასთან, რისკის წინაშე არიან ისინი, ვისაც აწუხებთ რევმატოიდული ართრიტი, მჭამელა ან სხვა ტიპის რევმატოიდული დაავადებები.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.