რა უნდა ვიცოდეთ ყაბზობის შესახებ?

ყაბზობა

ყაბზობა ანუ შეკრულობა ნაწლავის დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლაა.

ყაბზობა თავს იჩენს მაშინ, როცა მსხვილი ნაწლავი დიდი რაოდენობით წყალს შთანთქავს. აღსანიშნავია, რომ ყაბზობა იშვიათად აწუხებთ იმ ადამიანებს, რომელთა კვების რაციონშიც რეკომენდებული დოზითაა საკვები ბოჭკო. სწორედ ამიტომ გირჩევთ, ხშირად მიირთვათ ხილი, ბოსტნეული და მთლიანი მარცვლეული.

გახსოვდეთ, რომ ბოჭკო ხელს უწყობს ნაწლავის მოქმედებას და გიცავთ ყაბზობისგან. ამ უსიამოვნო შეგრძნებით ხშირად იტანჯებიან ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად ნაკლებად აქტიურები არიან. სწორედ ამიტომ ყაბზობა ხშირად ვლინდება ხანდაზმულებში. რაც უფრო დიდ დროს უთმობთ სავარძელთან „მეგობრობას“ მით მეტად იზრდება ყაბზობის განვითარების რისკი. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ვარჯიშის წყალობით მეტაბოლიზმის ფუნქციობა ძლიერდება.

გაითვალისწინეთ, რომ სავსებით შესაძლებელია ყაბზობა ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენა იყოს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ამ მდგომარეობას რძის პროდუქტებიც იწვევს. სხვებთან შედარებით ყაბზობა ყველაზე ხშირად აწუხებთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ადამიანებს.

მოგეხსენებათ, ფეხმძიმობისას რიგი ჰორმონული ცვლილებები მიმდინარეობს და ამის გამო არაა გასაკვირი ყაბზობა გამოვლინდეს.

ექსპერტები დიდ ყურადღებას უთმობენ ასაკს. ასაკის მატებასთან ერთად მეტაბოლიზმი ნელდება, შედეგად, ფიზიკური აქტივობის დონეც მნიშვნელოვნად ქვეითდება. ასაკი მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას და მის კლანჭებს ვერც საჭმლის მომნელებელი სისტემის კუნთები აღწევს თავს.

სავსებით შესაძლებელია, ყაბზობამ თავი იჩინოს მაშინ, როცა ადამიანის ცხოვრების წესი იცვლება, მაგალითად, მოგზაურობის დროს. სადილობისთვის განკუთვნილი დროის ცვლილება, განსხვავებული სამზარეულო – ეს ყველაფერი ორგანიზმზე აისახება.

სასურველია ხშირად დალიოთ წყალი, რადგან დეჰიდრატაცია ყაბზობის გამომწვევი ერთ–ერთი რისკ–ფაქტორია.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს ეძღვნება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.