ყავა პარკინსონის დაავადების სიმპტომს ვერ ასუსტებს

პარკინსონის დაავადება

მეცნიერების აზრით, ყავა პარკინსონის დაავადების სიმპტომებს ვერ ამსუბუქებს.

2012 წელს მკვლევარებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ კოფეინი ამცირებს იმ სიმპტომს, რომელიც მოძრაობასთანაა დაკავშირებული.

პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესირებადი და ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მოძრაობის დარღვევას იწვევს. საწყის ეტაპზე ვლინდება ტრემორი (ხელების კანკალი), მოძრაობისას დისკომფორტი. ამასთან, შესაძლოა გამოვლინდეს აზროვნებისა და ქცევის პრობლემები. პარკინსონით დაავადებულთა მესამედზე მეტს აღენიშნება დეპრესია და შფოთვა. ზოგჯერ ვლინდება ძილთან დაკავშირებული პრობლემებიც.

ახალ ექსპერიმენტში ჩართული იყო პარკინსონით დაავადებული 121 ადამიანი. მათი საშუალო ასაკი 62 წელს შეადგენდა. მონაწილეები 2 ჯგუფად დაყვეს. პირველისთვის განკუთვნილი იყო 3 ფინჯანი ყავის ეკვივალენტი კოფეინის კაფსულა, ხოლო მეორე ჯგუფისთვის – პლაცებო. კვლევა მიმდინარეობდა 6–დან 18 თვემდე. ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ კოფეინი ვერ აუმჯობესებს სიმპტომს.

პარკინსონის დაავადების გამომწვევი მიზეზები უცნობია. თუმცა ყველაზე ხშირად განიხილავენ გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს. ასევე თუ ოჯახის რომელიმე წევრი დაავადებულია, რისკი იზრდება. იყენებენ როგორც მედიკამენტურ, ისე ქირურგიულ მკურნალობას. ამ მეთოდით დაავადების სიმპტომების მართვაა შესაძლებელი.

2013 წელს მსოფლიოს მასშტაბით ამ დიაგნოზით 103 000 ადამიანი გარდაიცვალა. ძირითადად, ვლინდება 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში. ქალებთან შედარებით მამაკაცებს უფრო ხშირად უვითარდებათ.

პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება 11 აპრილს და მისი სიმბოლოა წითელი ტიტა.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.