რა დრო უნდა დავუთმოთ ხელების დაბანას?

სასარგებლო რჩევა

ჰიგიენის დაუცველობა იწვევს ინფექციებს და ჯანმრთელობის პრობლემებს.

რა დრო უნდა დავუთმოთ ხელების დაბანას? მეცნიერთა აზრით, ხელების სათანადოდ დასაბანად 20 წამია საჭირო. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დაახლოებით ის დრო რაც სიმღერის „გილოცავ დაბადების დღეს“ ორჯერ შესრულებას სჭირდება.

ექსპერტები განმარტავენ, რომ კუჭ–ნაწლავის ინფექციების რიცხვი გაცილებით დაბალი იქნებოდა ადამიანები ხელის დაბანას სათანადო დროს რომ უთმობდნენ. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, პირადი ჰიგიენის სათანადო დაცვის წყალობით დიარეას შემთხვევათა მესამედისა და რესპირატორული ინფექციების მეექვსედის პრევენციაა შესაძლებელი.

ექსპერიმენტში ჩართული იყო 2 000 ადამიანი. კვლევამ ცხადყო, რომ მონაწილეთა 84% რეკომენდებული დროით, 20 წამის განმავლობაში ხელებს არ იბანს. კვლევის მიხედვით, სადილობამდე ორი მესამედი ყოველთვის არ იბანს ხელს, მონაწილეთა ნახევარი სააბაზანოში არ შედის მას შემდეგ რაც შინაურ ცხოველს მოეფერება, მესამედი საჭიროდ არ თვლის სამზარეულოში ფუსფუსამდე ხელი დაიბანოს, ხოლო მეხუთედი ხელს არ იბანს საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ.

ყოველწლიურად, 15 ოქტომბერს აღინიშნება ხელების დაბანის მსოფლიო დღე – ამ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანაში 200 000 ადამიანი ზეიმობს. კამპანიის მიზანია, ბევრმა ადამიანმა გააცნობიეროს, რამდენად სასარგებლოა ჰიგიენა. ორგანიზატორების მიზანია, ბავშვების ცნობიერების ამაღლება, რომ განუვითარდეთ ჩვევა ხელები საპნით დაიბანონ.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.