რა კავშირია ბავშვობის ტრავმასა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს შორის?

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჩვენი დროის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, რომელიც დასვენების შედეგად არ ქრება. ქრონიკული დაღლილობის სინდრომს შეიძლება ერთვოდეს: საერთო სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ძილის პრობლემა, კუნთების ტკივილი, ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითება.

მეცნიერების აზრით, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი მეტად მოსალოდნელია განვითარდეს იმ ადამიანში, რომელმაც ბავშვობაში ტრავმა გადაიტანა. ამ სინდრომით ამერიკის შეერთებულ შტატებში ზრდასრულთა 2.5% იტანჯება. მდგომარეობის გამომწვევ მიზეზზე ინფორმაცია მწირია, მაგრამ მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ რამდენიმე რისკ–ფაქტორზე, მაგალითად, სქესზე, გენეტიკურ განწყობაზე, პიროვნულ თვისებებსა და ფიზიკურ/ემოციურ სტრესზე.
ნაშრომზე მუშაობდნენ ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერები.
კვლევაში ჩართული იყო ქრონიკული დაღლილობის სინდრომით დაავადებული 113 პაციენტი და 124 ჯანმრთელი ადამიანი. ერთ ჯგუფში მონაწილეებს ბავშვობაში გადატანილი ჰქონდათ სექსუალური, ფიზიკური და ემოციური ტრავმა. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე მონაწილეთა დიდ ნაწილს ბავშვობის ტრავმა მოსვენებას არ აძლევდა. ამ ტრავმის გამო ექვსჯერ მაღალი იყო მდგომარეობის განვითარების რისკი. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ კავშირზე დაფიქრებაა საჭირო.
„კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ ბავშვობის ტრავმა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მნიშვნელოვანი რისკ–ფაქტორია“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა 43 წლის პაციენტმა. პაციენტი უჩიოდა ძლიერ ტკივილს მუცლის არეში.