როგორ ვრცელდება გრიპის ვირუსი სამსახურში?

გრიპი

როგორც წესი სამუშაო ადგილი გრიპის გამომწვევი მიკრობის გამრავლებისთვის კარგი ნიადაგია.

ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ სასურველია გაითვალისწინოთ კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია:

• გახსოვდეთ, რომ სტეპლერი, კარის სახელური და ტელეფონი მიკრობების ბუდეა. აუცილებელია დღეში რამდენჯერმე დაიბანოთ ხელი საპნით, 20 წამის განმავლობაში. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ გრიპის ვირუსი მყარ ზედაპირზე 24 საათის განმავლობაში ცოცხლობს. ასევე მიკრობებს ძალიან უყვართ ოფისის ტელეფონი, კომპიუტერის კლავიატურა, სააბაზანოს ონკანი, ლიფტი, ყავისა და სავაჭრო აპარატები;
• თუ გაცივდით, თქვენი და კოლეგების ჯანმრთელობისთვის უმჯობესია, დარჩეთ სახლში და სამსახურში დაბრუნდეთ მხოლოდ მაშინ, როცა სიცხე გაგივლით და თავს უკეთ იგრძნობთ. გრიპი ძალიან ინფექციურია და ვირუსი უბრალოდ სუნთქვითაც კი გადამდებია.
• არ გაიზიაროთ საკვები და სასმელი. წარმოიდგინეთ, რომ ამ გზით ნერწყვს გინაწილებენ. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გრიპის საინკუბაციო პერიოდი ერთიდან 4 დღემდე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა თქვენ 4 დღით ადრე გქონდეთ ვირუსი, ვიდრე რაიმე სიმპტომი ან ნიშანი გამოვლინდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოერიდოთ გარშემომყოფებთან ახლო კონტაქტს, უარი თქვათ პროდუქტის შეთავაზება/განაწილებაზე;
• მოერიდეთ დახველებასა და დაცემინებას გარშემომყოფებთან;
• თუ პირბადეს მოირგებთ იცოდეთ, რომ ის მშრალი უნდა იყოს. სველი პირბადე ნაკლებად ეფექტურია.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.