სიმსუქნის პრევენციის მიზნით ოფისში დაბადების დღისადმი განკუთვნილი ტორტის ნაცვლად ხილს მიირთმევთ?

სიმსუქნე

როგორც წესი თანამშრომლის დაბადების დღე ოფისში მხიარულების საწინდარია.

ღონისძიება ტორტის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ ტკბილეულის გამო სიმსუქნის რისკი მეტად იზრდება. ბრიტანეთში მოქმედი სააგენტოს Public Health England–ის წარმომადგენლები თვლიან, რომ ქვეყანაში სიმსუქნის მაჩვენებელი იზრდება.

ექსპერტების აზრით, კოლეგებმა მსგავსი მნიშვნელოვანი მომენტები უფრო ჯანსაღი კვების რაციონით, მაგალითად, კიტრით, სტაფილოთი თუ ხილით უნდა აღნიშნონ. მეცნიერები თვლიან, რომ ოფისებში ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა დაინერგოს, მაგალითად, სავაჭრო აპარატებში შესაძლებელი გახდეს თანამშრომლებმა ხილი შეიძინონ, ხელმძღვანელებმა დასაქმებულებს მაგალითი მისცენ და ლიფტით სარგებლობაზე უარი თქვან, კიბით ისარგებლონ, ნაგვის ურნა და წყლის დისპენსერი დამონტაჟდეს მოშორებით, რადგან ადამიანებმა ცოტა ხნით კომპიუტერისგან დაისვენონ და ფეხით ისეირნონ.
„რასაკვირველია, არავინ აპირებს ნამცხვრების აკრძალვას. ზრდასრულთა უმეტესობა მსუქანი ან ჭარბწონიანია და ადამიანები დღის განმავლობაში საჭიროზე მეტ კალორიას იღებენ. უბრალოდ გვინდა დამქირავებლებს ვურჩიოთ, რომ დაიწყონ ზრუნვა იმაზე, რომ სამუშაო გარემოში ჯანსაღი ჩვევები დაინერგოს. დასაქმებულები ცხოვრების მესამედს ოფისში ვატარებთ და ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი ჩვევები დადებითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს ნამდვილად კარგი იდეაა, მაგრამ არა ვალდებულება“, – აცხადებს Public Health England–ის წარმომადგენელი.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

სიმსივნე და ონკომარკერი – რატომ უნდა დაინტერესდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციით?

სიმსივნე და ონკომარკერი – რატომ უნდა დაინტერესდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციით?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ მრავალპროფილური დაწესებულებაა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურებით.