რომელ ვიტამინებს შეიცავს წიწიბურა?

ჯანმრთელობა

წიწიბურა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ის არ შეიცავს გლუტენს, შესაბამისად, შეუძლიათ მიირთვან იმ ადამიანებმა, რომელთაც გლუტენის მიმართ მგრძნობელობა აწუხებთ. მოგეხსენებათ, რომ ადამიანების უმეტესობა გლუტენს ადვილად იტანს, მაგრამ ზოგიერთ პიროვნებაში ჯანმრთელობის რიგ პრობლემებს იწვევს, მაგალითად, ცელიაკიას (საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება), გლუტენის მიმართ მგრძნობელობას, ხორბლის ალერგიას და სხვა. გლუტენის აუტანლობის ერთ–ერთი საერთო სიმპტომია საჭმლის მომნელებლის დისკომფორტი.

წიწიბურაში დიდი რაოდენობითაა საკვები ბოჭკო და ცილა, რკინა, მაგნიუმი.
წიწიბურა შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს. ყველა ეს ვიტამინი სასარგებლოა თმისა და კანის ჯანმრთელობისთვის.
წიწიბურა მდიდარია ფოსფორით, ფოლატითა და სპილენძით. წიწიბურა თქვენს ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ცხიმოვანი მჟავით Alpha-Linolenic Acid–ით გაამდიდრებს.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები