ფარისებრი ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს: თიროქსინს (T4) რომელიც სისხლში გამოიყოფა, მოქმედებს ყველა უჯრედსა და ქსოვილზე და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროცესის სიჩქარეს. ზემოაღნიშნული ჰორმონები შეიცავს იოდს, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნერვული სისტემის და ფსიქიკის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რეპროდუქციული (სასქესო, გამრავლების) ფუნქციის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის განვითარებასა და რეგულაციაში.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას არეგულირებს თირეოტროპული ჰორმონი (TSH), რომელსაც თავის ტვინში მოთავსებული სხვა ენდოკრინული ჯირკვალი - ჰიპოფიზი გამოიმუშავებს.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა ვლინდება ბევრი სხვადასხვა ნიშნით და სიმპტომით:
- ადვილად დაღლა;
- აპათია - უხალისობა;
- საერთო სისუსტე;
- მადის დაქვეითება;
- სახის, განსაკუთრებით ქუთუთოების შეშუპება;
- კიდურების შეშუპება;
- კანის სიმშრალე;
- სხეულის წონის მატება;
- მეხსიერების გაუარესება;
- ყაბზობა;
- სიცივის აუტანლობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ენდემური ზონაა. ადრე ეს დაავადებები უმეტესად იმ რეგიონებში იყო გავრცელებული, სადაც წყალი და საკვები იოდის ნაკლებობით გამოირჩეოდა. დღესდღეობით კი საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე პაციენტებმა.
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად ახალგაზრდებში გვხვდება. თითქმის ყოველ მესამე ადამიანს (მეტწილად ქალებს) ფარისებრი ჯირკვლის ამა თუ იმ ტიპის დაავადება აქვს.
თუ ეჭვობთ, რომ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება გირჩევთ, მიმართოთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს.
გახსოვდეთ, რომ დროულად დაწყებული მკურნალობა სწრაფად გამოჯანმრთელების საწინდარია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ