კითხვა: გამარჯობა მაწუხებს ხერხემალი თავის დაბუჟება დამეწყო შეიძლება ხერხემლის ბრალი იყოს??
პასუხი:
მოგესალმებით,
შესაძლოა, ჩივილების გამომწვევი იყოს, როგორც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, ისე ხერხემლის პათოლოგია, კერძოდ, კისრის ოსტეოქონდროზი.
მისი დამახასიათებელი სიმპტომებია:
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- ხელების დაბუჟება;
- თითებში ჩხვლეტის შეგრძნება;
- ყურებში ხმაური და ა.შ.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, რისთვისაც უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ამ მიზნით შეგიძლიათ, რომ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე. საჭიროებისამებრ შემოგთავაზებთ ფასდაკლებებს, ვრცლად იხილეთ ბმულზე:
- თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევა და ნევროლოგის კონსულტაცია: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--
- თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!