თავისა და კისრის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა.მაქვს ხშირი თავის ტკივილი მეჭიმება ხოლმე კისერი და მტკივა საფეთქლებთან თან ხელს რომ მივიდებ ფეთქავს ხანდახან სულ არა მაქვს გულის რევის შეგრძნება.ვარ 23წლის.ამ დროს წნევას რომ ვიზომავ ხან დაბალია ხან მაღალი მაგრამ საგანგაშოდ არა.მაქვს ჰიპოთირეოზიც.რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ტკივილი.?უმეტესად საფეთქლებში მარტყავს ორივე მხარეს.შაკიკი არ მაქვს.და რომელ ექიმთან უნდა მივიდე? მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,რთულია დისტანციურად ზუსტად გაგცეთ პასუხი, რა იწვევს თქვენ შემთხვევაში ამ სიმპტომებს, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ. ტკივილი კეფის მიდამოში და კისრის ზედა ნაწილში საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა. თავის ტკივილის უამრავ მიზეზს შორის არსებობს ისეთებიც, რომლებსაც კისრის იმ ღრმა გამშლელი კუნთების დაჭიმულობა უწევს პროვოცირებას, რომლებიც სწორედ კეფის ქვეშ არის განლაგებული. ტკივილი კისრის ამ ნაწილში შეიძლება თავის მცირედი დახრის ან მობრუნების დროსაც განვითარდეს.

კეფის ნერვის ნევრალგიის მიზეზი უმეტესად არის კისრის მალების დაავადებები, ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი. კეფის ნერვის ნევრალგიის დროს თავის ტკივილი შეტევისმაგვარი ხასიათისაა. ის მკვეთრად გამოხატული და ძალზე მწვავეა. თავის, კისრის, სხეულის მოძრაობისას, ხველისას ტკივილი მფეთქავი ხდება.

თუ ხერხემლის კისრის მიდამოს მოძრაობას შევზღუდავთ, თავის ტკივილის ინტენსივობამაც შეიძლება იკლოს. ეს ტკივილები ხშირად ორმხრივია, მათი ლოკალიზაცია კი მუდმივი არ არის.

კლინიკის  აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ,  ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.

კონსულტაციისას თუ გამოიხატება,  თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფის საჭიროება, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა