მოგესალმებით,
ლეიკოენცეფალოპათია თავის ტვინში მცირე ზომის მრავლობითი პათოლოგიური უბნების არსებობას ნიშნავს, რომელთაც სისხლის მიწოდების შეწყვეტის გამო განიცადეს გადაგვარება. ის ვითარდება თავის ტვინის დიდი ნახევრასფეროების თეთრ ნივთიერებაში, ნათხემში და თავის ტვინის ღეროში . გამომწვევ მიზეზად განიხილება ვირუსი – John Cunningham Virus (JV) ,რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დემიელინიზების პროცესს იწვევს . ამ პათოლოგიის განვითარება მეტად მოსალოდნელია გარკვეული რისკ – ჯგუფის ადამიანებში, კერძოდ : აივ ინფექციით დაავადებულები, ლეიკემიით, ჰოჯკინის ლიმფომით ან სხვა სიმსივნური პროცესებით მიმდინარე დაავადების მქონე პირები, ხანგრძლივი კორტიკოსტეროიდებით ან იმუნოდეპრესანტებით მკურნალობის ასევე აუტოიმუნური დაავადებების ( რევმატოიდული ართრიტი, სკლეროდერმია, სისტემური წითელი მგლურა და ა.შ) მქონე პირები, რისკის ჯგუფში არიან აგრეთვე პირები დაავადებული ჰიპერტენზიით და ათეროსკლეროზით .
დაავადება, როგორც წესი პროგრესირებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ნელა და ასევე შესაძლებელია განიცადოს რეგრესი. ამიტომ ხშირად პაციენტები, შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე ამ მდგომარეობას, რომელიც ვლინდება რადიოლოგიურად და შესაძლოა არ ჰქონდეს მნიშვნელოვანი კლინიკური გამოვლინება.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია პაციენტის ანამნეზის და კლინიკური სიმპტომების ცოდნა და ექიმ–სპეციალისტის მიერ ამ მონაცემთა ინტერპრეტირება. მკურნალობის საჭიროებას და შესაბამის მეთოდს განსაზღვრავს თვითონ სპეციალისტი ეტიოლოგიური მიზეზის დადგენის შემდეგ .
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება ზოგადი სიმპტომები, საერთო კლინიკური სურათი, ასევე კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემები, რის შემდეგაც შეძლებთ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ თუ შეგიძლიათ იქნებ მიპასუხოთ მაინტერესებს რას ნიშნავს იოლი პერივენტრიკულური ლეიკოენცეფალოპათია?
პასუხი: