თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ოსტეოპენია;
- წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები;
- კლინიკის აქცია-შეთავაზება.
ოსტეოპენია არის ტერმინი, რომელიც ნიშნავს, ძვლის რენტგენოლოგიური ჩრდილის სიმკვრივის დაქვეითებას (ძვლის სტანდარტული რენტგენოგრაფიის დროს), ან ძვლის მასის შემცირებას.
მისი ძირითადი გამომწვევია ოსტეოპოროზი, ასეთ დროს, ძვლის დასუსტების გამო ხშირად ნებისმიერი უმნიშვნელო ტრავმა და დაცემა შეიძლება მოტეხილობის მიზეზი გახდეს.
რაც შეეხება თქვენს მეორე ჩივილს, წელის ტკივილი შეიძლება, დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს.
დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:
- გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
- მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
- შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
- მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
- ვირუსული დაავადებები;
- თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;
- ზურგის ტვინის თიაქარი.
ტკივილი ზოგჯერ ხანმოკლე, ძლიერი, ინტენსიური ან შეტევითია, ზოგჯერ კი ყრუ, ხანგრძლივი და მუდმივი, ტკივილის ბუნებასა და გამოვლინებას კი, დიდი მნიშვნელობა აქვს.
საწყის ეტაპზე, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ნევროლოგთან 50%-იან ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-50-ian-fasdaklebas-konsultaciebze/31731
უშუალო ვიზიტის დროს, მონაცემთა ობიექტური შეჯერებისა და შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!