მეხსიერების დაქვეითება - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა ,ნევროლოგთან მაქვს შეკითხვა ,მოკლედ მეხსიერება ძაან დამიქვეითდა ამ ბოლო ხანებში ,ყველაფერი ერთად მაქვს მოყრილი თან სტრესი,ნუ მანამდეც არ იყო საოცარი ,შეგიძლიათ დამეხმაროთ და რაიმე კარგი წამალი მირჩიოთ ,მართლაც რომ ძალიან მესაჭიროება ,წინასწარ მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მეხსიერების დაქვეითება შეიძლება გამოწვიოს მრავალმა სხვადასხვა ფაქტორმა, მაგალითად:

  • ყურადღების დეფიციტი;
  • გუნება-განწყობილების ძლიერი დაქვეითებ;
  • დეპრესია;
  • სტრესის ძლიერი ზეგავლენა;
  • ნერვულ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები.

საშუალო და ხანშიშესულ ასაკში მეხსიერების დაქვეითების მიზეზებია:

  • შფოთვა და დეპრესია;
  • ძლიერი სტრესი;
  • გონებრივი გადატვირთვა ან პირიქით დაბალი გონებრივი აქტიურობა.

ამიტომ ეცადეთ, დააბალანსოთ სამსახური- დასვენების განრიგი, გამონახეთ დრო თქვენი სასიამოვნო საქმიანობისთვის. ეცადეთ მისცეთ განვითარება თქვენს უნარ-ჩვევებს, განსაკუთრებით თქვენთვის სასიამოვნო აქტივობების მიმართულებით.
დისტანციურად მედიკამენტებზე ვერ მიგითითებთ, ეს არაპროფესიულია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ნევროლოგი შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას და დაგინიშნავთ ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა