თვალის ციმციმი - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით. მაქვს ასეთი ჩივილი: 1 ან 2 თვეში ერთხელ მეწყება თვალებში ციმციმი- მოელვარე დაახლოებით 15-30 წთ( ისე რომ ვერ ვხედავ სრულად საგნებს), შემდეგ ძლიერი თავის (ნახევარი) და თვალის ტკივილი ასევე პირღებინება. დაახლოებით 4-5 საათში გადამივლის ეს ყველაფერი და მაქვს დაღლილობის შეგრძნება. ეს ყველაფერი დამეწყო 15 წლიდ ან ციკლის დაწყებასთან ერთად. რასთან მაქვს საქმე , რა უნდა მოვიმოქმედო და ვის უნდა მივმართო? გმადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა შესაძლოა, ჩივილების გამომწვევი იყოს:

  • ანემია;
  • კონიუნქტივიტი;
  • ბლეფარიტი;
  • რეფრაქციის დარღვევა;
  • ნევრასთენია და ა.შ.

ზუსტი დიაგნოსტირებისათვის უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
სასურველია, პირველ რიგში გამოირიცხოს ნევროლოგიური პათოლოგიები, ხოლო ამის შემდეგ კვლევებში და მკურნალობაში უნდა ჩართოთ ოფთალმოლოგი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გაგიწევთ დახმარებას. დიაგნოსტირდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა