ხერხემლის პათოლოგია - ნევროლოგია

კითხვა: ვარ 4 შვილის დედა,მთელი დღე მიწევს ფეხზე დგომა,ადრე მქონდა ვარიკოზის დასაწყისი,ვიყენებდი გეტრებს,ეს ბოლო კვირეებია მუხლებს ქვემოთ მომწყდება ფეხები და ვერ ვდგები თან ახლავს ტკივილი, ხანდახან მაქვს თავბრუსხვევები და წამიერი ორიენტაციაც დაკარგვა,შაკიკი,მხედველობის დარღვევა ხანდახან,ხერხემლის გახრა,ორივე ხელის ნეკა და არათითის გაბრუჯება.მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა, ცხადია ,რომ გაქვთ სხვადასხვა პათოლოგიების ერთობლიობა,მათ შორის ხერხემლის და სისხლძარღვების .

შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.

ხელების დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება.

კისრის ოსტეოქონდროზის დროს აღმოცენდება მოვლითი, მწველი ტკივილი კისრის უკანა და გვერდით ნაწილებში, კეფაში, მხრისა და ბეჭის არეებში. ხშირად დაბუჟება ღამით ვითარდება და დილამდე რამდენჯერმე აღვიძებს ადამიანს. არცთუ იშვიათად ეს მდგომარეობა თანმხლებია მომატებულ აგზნებადობასა და დეპრესიასთან. ასეთი ადამიანები ძნელად ეგუებიან ამინდის ცვალებადობას. შესაძლოა, ამას დაერთოს თავის ტკივილი ან ტკივილი გულის არეში, რომელიც სტენოკარდიული ტკივილის, მსგავსია.

როგორც პერიფერიული, ასევე ცენტრალური ნერვული ბოჭკოების ტრავმული დაზიანება შესაძლოა ამა თუ იმ ლოკალიზაციის დაბუჟების მიზეზად იქცეს.

დაბუჟება შესაძლოა გამოიწვიოს აგრეთვე ზურგისა და თავის ტვინის ამა თუ იმ ხასიათის (დისჰემიურმა, ინტოქსიკაციურმა, დისმეტაბოლურმა, ტრავმულმა, სიმსივნურმა) დაზიანებამ.

ნებისმიერ შემთხვევაში, დაბუჟება, როგორც კლინიკური სიმპტომი, განიხილება საერთო კლინიკურ სიმპტომოკომპლექსთან მიმართებით და ზუსტ დიაგნოსტიკას მოითხოვს.

გირჩევთ მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ ნევროლოგის კონსულტაცია აქციის ფარგლებში უფასოდ.

ხერხემლის კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რომელზეც კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლება, ვრცლად  იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

რაც შეეხება ვარიკოზს, მისი მკურნალობა ასევე შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში, უფასო კონსულტაციები ეხება ანგიოლოგსაც.

გაცნობებთ,  რომ პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა