მოგესალმებით,
ტერმინი „ერითროფობია“ გაწითლების შიშს ნიშნავს. დღეს იგი ცნობილია, როგორც ბლაშინგ სინდრომი.
ის ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასწორი მუშაობის შედეგად მიიჩნევა, თუმცა უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
მკურნალობის მეთოდებია:
- მედიკამენტური - ერითროფობიის კონსერვატიული მეთოდით მკურნალობის შერჩევა ფსიქოლოგის ან ნევროლოგის პრეროგატივაა.
- ქირურგიული მეთოდი - თორაკოსკოპიული სიმპატექტომია.
ქირურგიული ჩარევა არის რადიკალური მეთოდი, რომელიც გულისხმობს ერთ –ერთი ნერვის გადაკვეთას.
როგორც წესი, თორაკოსკოპიული სიმპატექტომია, პაციენტების 95-98%-მა მიიღო კარგი ან ძალიან კარგი შედეგი ერითროფობიის შემთხვევაში.
კეთდება ორი 5მმ ზომის განაკვეთი იღლიის ქვეშ. ოპერაციის ხანგრძლივობაა დაახლოებით 40 წთ. პაციენტი სტაციონარში ყოვნდება 12-24 საათის განმავლობაში.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად უმჯობესია, მიმართოთ მკურნალ ექიმს და სთხოვოთ გაგაცნოთ, როგორც მკურნალობის გეგმები, ისე ქირურგიული მკურნალობის მოსალოდნელი შედეგები.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !