სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი

სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი

 

სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი უკვე  მეოთხე   წელია ფუნქციონირებს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.

სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი გაშლილია 18 საწოლზე.

დეპარტამენტს გააჩნია სისხლის ლაბორატორია, სადაც გამოცდილი და სახელოვანი ციტოლოგების  მიერ თანამედროვე მიკროსკოპის საშუალებით ხდება  სისხლის საერთო ანალიზის,   ძვლის ტვინის,  ლიმფური კვანძის გამოკვლევა.

დეპარტამენტის ექიმები მკურნალობენ ისეთ ურთულეს პათოლოგიებს, როგორებიცაა მწვავე  და ქრონიკული ლეიკემიები, არაჰოჯკინის  და  ჰოჯკინის ლიმფომა, მიელომური დაავადება, ანემიები, თრომბოციტოპენიური პურპურა, კოაგულოპათიები.

ტარდება  როგორც ე.წ. ოქროს სტანდარტად აღიარებული ქიმიოთერაპიები,  ასევე საშუალო და მაღალდოზირებადი ქიმიოთერაპიული კურსები. ჰემატოლოგები თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან. მათთან ერთად კონსილიუმის საშუალებით ხდება ძნელად სადიაგნოსტო და კაზუისტური შემთხვევების განხილვა და  მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

დეპარტამენტი, ისევე როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრი, მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში,  რომლის ფარგლებშიც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი გახდა  აღნიშნული პათოლოგიების მკურნალობა. ცენტრის ექიმები მონაწილეობენ საერთაშორისო კვლევებში.

ჰემოფილიისა და თრომბოზების  ცენტრის ბაზაზე ხდება თრომბოზების, თანდაყოლილი  და შეძენილი სისხლდენებით მიმდინარე პათოლოგიების  დიაგნოსტირება და შემდგომი მკურნალობა. ცენტრს გააჩნია უნიკალური აპარატურული მხარდაჭერა (რომლის ანალოგი ამიერკავკასიაში არსად არის) თრომბოციტების ფუნქციური მაჩვენებლის შესასწავლად, რაც კიდევ უფრო მიზანმიმართული მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.

იგეგმება ტრანსპლანტაციის ცენტრის შექმნა, რათა  სისხლის სისტემური დაავადების მქონე პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც თანამედროვე მედიცინის ბოლო მიღწევადაა აღიარებული!

 

ექიმები


ლალი ნამგალაძე

ექიმი–ჰემატოლოგი

ლევან მახალდიანი

ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის ხელმძღვანელი

ლია კარკაძე

ექიმი–ჰემატოლოგი

ეკა იმედაშვილი

ექიმი–ჰემატოლოგი

ნატალია კატანჯიანი

ექიმი–ჰემატოლოგი

სიახლეები



კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა 43 წლის პაციენტმა. პაციენტი უჩიოდა ძლიერ ტკივილს მუცლის არეში.