ექიმი - ლალი ბერაია

ლალი ბერაია

გინეკოლოგი

განათლება

2003–2008 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია. რეზიდენტურა მეანობა–გინეკოლოგიის სპეციალობით;

1997–2003 წწ. აკად. ი. ვეკუას სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ზოგადი პროფილის მკურნალი ექიმის სპეციალობა.

სამუშაო გამოცდილება

2013 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, მეან–გინეკოლოგის თანამდებობაზე;

2017–2018 წწ. ამტელ ჰოსპიტალი, მეან–გინეკოლოგი;

2016–2017 წწ. სამედიცინო ცენტრი „იუნონა“, მეან–გინეკოლოგი;

2015–2016 წწ. სამედიცინო ცენტრი In Nova, მეან–გინეკოლოგი;

2010–2013 წწ. აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი;

2008–2010 წწ. ხობის შ.პ.ს. „უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის ცენტრი“, მეან–გინეკოლოგი;

2003–2005 წწ. ხობის შ.პ.ს. „უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის ცენტრი“, უმცროსი ექიმი.

ტრენინგები, სემინარები, სასწავლო კურსები

2019 წელი კოლპოსკოპიის კურსი (სერტიფიკატი);

2019 წელი გინეკოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია „ქირურგიული გაზაფხული 2019“ (ტრენინგ–სემინარი);

2018 წელი „მცირეინვაზიური ტექნოლოგიები საშვილოსნოს პროლაფსისა და ქალებში შარდის შეუკავებლობის მკურნალობის დროს“ (ტრენინგ–სემინარი, სერტიფიკატი);

2017 წელი „თანამედროვე ენერგიების გამოყენება ოპერაციული გინეკოლოგიის პრაქტიკაში“ (ტრენინგ–სემინარი, სერტიფიკატი);

2017 წელი „ჰისტერექტომია 21–ე საუკუნეში“ (სემინარი);

2016 წელი „თანამედროვე მიდგომები ურგენტული გინეკოლოგიის პრაქტიკაში“ (სერტიფიკატი);

2016 წელი „ენდომეტრიოზის მკურნალობის სრული სასწავლო კურსი“ (სერტიფიკატი);

2016 წელი „ენდომეტრიოზის მკურნალობის თანამედროვე ლაპაროსკოპიული მიდგომები (ტრენინგ–სემინარი, სერტიფიკატი);

2016 წელი IV საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია „რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტირება და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“;

2013 წელი საქართველოს მეან–გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ყრილობა „პრაქტიკული მეანობა გინეკოლოგიის აქტუალური საკითხები“ (სერტიფიკატი);

2013 წელი აბორტის შემდგომი მოვლა და ოჯახის დაგეგმვის ტრენინგი (სერტიფიკატი);

2012 წელი ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგ-კურსი საჯარო მოხელეებისთვის (სერტიფიკატი);

2012 წელი საშვილოსნოს ყელის პათოლოგია და კოლპოსკოპიის საბაზისო ტრენინგ–სემინარი (სერტიფიკატი);

2010 წელი რეპროდუქციული ჯანმრთელობა ოჯახის ექიმის პრაქტიკაში (სემინარი).

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.