4 ოქტომბერს ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 73–ე და კლინიკის დამაარსებლის, აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 130–ე წლისთავი არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.
ტრადიციულად წელსაც ჩატარდა რიგით მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში“.
წლევანდელი კონფერენცია გაცილებით მასშტაბური იყო, რადგან მონაწილეობდნენ როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის და ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ექიმები, ისე სხვა კლინიკების მედიკოსები საქართველოდან და უცხოეთიდან.
სპეციალურად ღონისძიებისთვის პრეზენტაციები მოამზადეს სტამბოლის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა ოკტარ ასოღლუმ, ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსმა, პროფესორმა ნათია ესიაშვილმა, ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანმა სპეციალისტმა, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრმა, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია ჯუღაშვილი–ერნანდესმა.
სამეცნიერო კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი მარკუს კლაასი, ჰარლევ–გენტოფეს ჰოსპიტალის (დანია) კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის მეცნიერი ბორგე ნორდესტრაადი და თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი (ნეიროქირურგი ნეიროქირურგიულ პათოლოგიებს თანამედროვე მეთოდით მკურნალობს და ნეიროქირურგიაში 30 წელზე მეტია მოღვაწეობს).
კონფერენციას უმასპინძლა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტმა“.
პრეზენტაციებს 3 დარბაზი დაეთმო – სტუმრებს საშუალება ჰქონდათ 3 სხვადასხვა თემაზე სამეცნიერო ნაშრომები მოესმინათ, კერძოდ:
- ონკოლოგიურ დაავადებათა თანამედროვე დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები;
- ათეროსკლეროზისა და ცერებრო–ვასკულური სინდრომების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები;
- თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების მნიშვნელობა მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრაში.
სამივე დარბაზში პრეზენტაციას აფასებდა თავმჯდომარე და 2 მოდერატორი. გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, კონფერენციის დასასრულს შეჯამდა შედეგები და გამარჯვებულთა ვინაობა გამოვლინდა. ჟიურის წევრებს 40–მდე მოხსენებიდან საუკეთესო 3 ნაშრომის ავტორი უნდა გამოევლინათ.
ონკოლოგიურ დაავადებათა თანამედროვე დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებზე პრეზენტაციებს აფასებდნენ კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა ბაზაძე, ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი ნათია ესიაშვილი, Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი–ერნანდესი.
ათეროსკლეროზისა და ცერებრო–ვასკულური სინდრომების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპების შესახებ მომზადებულ ნაშრომებს აფასებდა ჟიურთა გუნდი ნონა კაკაურიძის ხელმძღვანელობით. ქალბატონი ნონა გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ათეროსკლეროზის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი. ქალბატონ ნონასთან ერთად ამ თემის შესახებ მომზადებულ პრეზენტაციებს შესაბამისი კრიტერიუმებით აფასებდნენ ნანა ნიკოლაიშვილი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჰარლევ–გენტოფეს ჰოსპიტალის (დანია) კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის მეცნიერი ბორგე ნორდესტრაადი.
როგორც უკვე მოგახსენეთ, პრეზენტაციები მომზადდა შემდეგი თემისთვის „თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების მნიშვნელობა მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრაში“. ამ თემის მიხედვით მომზადებულ ნაშრომებს აფასებდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩადუნელი, ხოლო მოდერატორები გახლდათ ნინო ხვიჩია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის მორფოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და მარინა ფაილოძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის პათომორფოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
კომპანია „ავერსის“ დამფუძნებლისა და კლინიკის ხელმძღვანელების მისასალმებელი სიტყვის შემდეგ საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა.
კონფერენციის მომხსენებლები გახლდნენ და ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:
- „ონკოლოგიაში არსებული სიახლეების და თემატიკის ზოგადი მიმოხილვა“ – მაია ჯუღაშვილი–ერნანდესი, Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- „რადიოთერაპიის უსაფრთხო გამოყენება – რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“ – ნათია ესიაშვილი, ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი;
- „ადგილობრივად გავრცელებული კოლორექტალური კიბოს თანამედროვე მკურნალობის ასპექტები (მცირე მენჯის საკრექტომია, ინტრაოპერაციული სხივური თერაპია“ – ოკტარ ასოღლუ, კოლორექტალური ქირურგი, სტამბოლის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი;
- „პროსტატის კიბოს რადიოთერაპიული მკურნალობა“ – ლაშა გოგინაშვილი, რადიაციული ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი;
- „საშვილოსნოს ყელის მეტასტაზური კიბოს სისტემური მკურნალობა“ – ირინე ხუბუა, ონკოლოგი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
- „სხივური თერაპიის როლი ადგილობრივად გავრცელებული საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობისას“ – ირინა ჯობავა, რადიაციული ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი;
- „პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია – ოქროს სტანდარტი ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტირებაში“ – შორენა ესიაშვილი, რადიაციული ონკოლოგი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი;
- „ონკოჰემატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობის შეფასება პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიის (PET/CT) გამოყენებით“ – ლევან მახალდიანი, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- „ღეროვანი უჯრედების აუტოტრანსპლანტაცია ჰემატოლოგიური დაავადებების დროს“ – მაგდა ლაბაძე, ჰემატოლოგი;
- „თანამედროვე ტექნოლოგიების როლი მამოლოგიაში: ტომოსინთეზი, ინტრაოპერაციული ექსპრეს ჰისტო-მორფოლოგია (კლინიკური შემთხვევების განხილვა)“ – თამილა როინიშვილი, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ონკოლოგი, მამოლოგი;
- „მამოგრაფიისა და მორფოლოგიური კვლევის მონაცემების კორელაციის საკითხი სარძევე ჯირკვლის დაავადებების დროს“ – ნინო ხვიჩია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის მორფოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
- „სწორი ნაწლავის კიბოს რობოტული ქირურგია“ – ოკტარ ასოღლუ, კოლორექტალური ქირურგი, სტამბოლის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი;
- „მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის კვლევის როლი შარდის ბუშტის კიბოს სტადირების განსაზღვრაში“ – ნუნუკა პერტია, რადიოლოგი;
- „დისლიპიდემიის მართვის 2019 წლის EAS/ESG გაიდლაინები“ – ბორგე ნორდესტრაადი, ჰარლევ–გენტოფეს ჰოსპიტალის (დანია) კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის მეცნიერი;
- „გულის გეომეტრიული ტიპებისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ათეროსკლეროზულ ცვლილებებს შორის კავშირი დაბერების დროს“ – ნანა ნიკოლაიშვილი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- „ათეროსკლეროზის მკურნალობა მოხუცებულთა ასაკში“ – დარეჯან გაბუნია, მედიცინის დოქტორი, ასისტენტ–პროფესორი, ალექსანდრე ქისტაური, მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტი;
- „ექოკარდიოგრაფიული პარამეტრების პროგნოზული მნიშვნელობა გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში“ – თამარ ავალიანი, კარდიოლოგი, თერაპევტი;
- „საძილე და ბარძაყის არტერიების რემოდელირება ათეროსკლეროზის რისკ–ფაქტორებთან კავშირში სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს ქალებში“ – თამარ კურტანიძე, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“;
- „სისხლის ელექტრომაგნიტური დინება ადამიანის სხეულში და ათეროსკლეროზის ინიციალური ფაქტორები“ – მერაბ ბერაია, აკად. ფ. თოდუას სახელობის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
- „ციტიკოლინის როლი კოგნიტური დისფუნქციის კორექციაში სისხლძარღვოვანი დემენციების დროს“ – თამარ ლაზაშვილი, რევაზ თაბუკაშვილი, ვერა კაპეტივაძე, თამილა სილაგაძე, ზვიად მაღლაფერიძე;
- „ბავშვთა პრევენციული კარდიოლოგიის საფუძვლები“ – გიორგი ჩახუნაშვილი, ნინო ჯობავა, კონსტანტინე ჩახუნაშვილი, დავით ჩახუნაშვილი (საქართველოს ბავშვთა კარდიოლოგთა ასოციაცია);
- „ჰომოცისტეინის, ზოგადი ანტიოქსიდანტური სტატუსისა და ჰემოსტაზის ზოგიერთი პარამეტრის ურთიერთდამოკიდებულება კაროტიდული ათეროსკლეროზის დროს“ – მანანა ახვლედიანი, ელენე ვორობიოვა, დუდანა გაჩეჩილაძე, მარიკა ემუხვარი, მაია მარტიაშვილი, ნინო ზაბახიძე, აკად. ფ. თოდუას სახელობის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი;
- „არასტატინებით მკურნალობის ეფექტურობა და უსაფრთხოება ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადების რისკების მართვისას“ – კახა ნადარაია, მედიცინის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი, საუნივერსიტეტო კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- „ჰემორაგიული ინსულტის მართვის თანამედროვე პრინციპები“ – ნინო ხუბულავა, ნევროლოგი;
- „იშემიური ინსულტის მენეჯმენტი“ – ნინო ბუკია, ნევროლოგი;
- „დისფაგიის სკრინინგის როლი მწვავე ცერებრო–ვასკულური დაავადებების მართვაში“ – თათული გუბელაძე, ნევროლოგი;
- საძილე არტერიების ათეროსკლეროზის მართვა და სკრინინგის როლი იშემიური ინსულტის პრევენციისთვის“ – თეა შუბლაძე, ნევროლოგი;
- „კტ–პერფუზიის როლი იშემიური ინსულტის სტრატეგიულ მართვაში“ – ირაკლი გიგიაძე, რადიოლოგი;
- „კარდიო-ცერებრული პათოლოგიის მორფოლოგიური საფუძვლები ექსპერიმენტული ჰიპერქოლესტერინემიის დროს“ – ნონა კაკაურიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ზურაბ ცაგარელი, მედიცინის დოქტორი, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ორსულთა პათოლოგიების და მკვდრადშობადობების რეტროსპექტრული ანალიზი ჰესტაციის ვადების გათვალისწინებით“ – მინდია იობაშვილი, სამეანო–გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარინა ფაილოძე, პათომორფოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- „ახალშობილთა პერსისტირებადი პულმონური ჰიპერტენზია, მკურნალობის თანამედროვე ასპექტები“ – მაია აბალოიძე, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ნეონატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი;
- „ნაყოფის განვითარების მანკები, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებლობის რისკ-ფაქტორები და მათი ადრეული კლინიკურ-მორფოლოგიური დიაგნოსტირება“ – მაია გოგოლაძე, გინეკოლოგი, მარინა ფაილოძე, პათომორფოლოგი;
- „შეძენილი სისხლდენითი პათოლოგიები და მისი ლაბორატორიული დიაგნოსტირება (კლინიკური შემთხვევა)“ – მარინა მდივნიშვილი, მედიცინის დოქტორი, ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის ჰემოსტაზის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
- „თანამედროვე კონცეფციები პაციენტების უსაფრთხო ანესთეზიაში“ – მარკუს კლაასი, მედიცინის დოქტორი, ემორის უნივერსიტეტი;
- „ხერხემლის ენდოსკოპიური ქირურგია: სიახლეები ხერხემლის ქირურგიის მინი ინვაზიურ ტექნიკაში“ – თუნჩ კოჩი, ნეიროქირურგი;
- „ექოსკოპიური კვლევის კლინიკური ფასეულობის მნიშვნელოვანი ასპექტები“ – ნათია მამრიკიშვილი, რადიოლოგი;
- „მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის როლი ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტირებისა და სტადირების განსაზღვრაში“ – ლანა რიჟამაძე, რადიოლოგი;
- „თანამედროვე ტექნოლოგიები ონკოლოგიაში – კიბერდანის და ტომოთერაპიის მნიშვნელობა ონკოლოგიური პაციენტებისთვის“ – ოლღა ნეკრასოვა, კომპანია Accuray-ს წარმომადგენელი.
კონფერენციის ყველა მონაწილე დასაჩუქრდა სერტიფიკატით.
კონფერენციის დასრულების შემდეგ სტუმრებმა გადაინაცვლეს რესტორანში, საზეიმო ვახშამზე.
საიუბილეო თარიღი აღინიშნა მცხეთაში მდებარე კომპლექს „მარანი ჰოლში“. საზეიმო სუფრას უძღვებოდა კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩადუნელი, ხოლო საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „ქართული ხმები“ და ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“.
ვახშამზე გამოვლინდნენ სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულები.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ნაშრომების ავტორებად აღიარეს შემდეგი მონაწილეები:
- თამარ ავალიანი;
- ლევან მახალდიანი;
- ნათია მამრიკიშვილი.
გამარჯვებულები ჯილდოს სახით საზღვარგარეთ იმოგზაურებენ.
ძალიან ლამაზი და კრეატიული იყო საზეიმო ტორტი, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურის მინი მოდელებით, ტკბილი ფიგურებით იყო მორთული.
ღონისძიება დაგვირგვინდა გრანდიოზული ფოიერვერკით.
ღონისძიებას აშუქებდა ტელეკომპანია Pulsi TV.
გისურვებთ ჯანმრთელობას!