ექიმი - ნათია მამრიკიშვილი

ნათია მამრიკიშვილი

რადიოლოგი

განათლება

2018 წელი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები - ცერებრული სისხლძარღვების დუპლექს–სკანირება, სისხლის მიმოქცევის დარღვევების კლინიკური ასპექტები, ცერებროვასკულური დარღვევების ენდოვასკულური მკურნალობის მეთოდები. მინსკი, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტი (РНПЦ);

2016 წელი ევროპის ნევროლოგთა აკადემიის სასწავლო კურსი, ნევროლოგია, ნეიროსონოგრაფია, ცერებროვასკულური მდგომარეობების შეფასება დუპლექს–სკანირებით;

2011 წელი დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სახელმწიფო ინსტიტუტი, სამედიცინო რადიოლოგია;

2007–2011 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო რადიოლოგია;

2001–2007 წწ. ხარისხის მართვის უნივერსიტეტი, სამედიცინო ფაკულტეტი, სპეციალობა – ზოგადი პროფილის ექიმი.

სამუშაო გამოცდილება

2011 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ექოსკოპისტის თანამდებობაზე;

2010–2011 წწ. ორთოჯორჯია, ულტრასონოგრაფიული კაბინეტის მენეჯერი. 

2016 წლიდან დღემდე რადიოლოგიის, სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში დოპლეროგრაფიის მოდულზე პასუხისმგებელი მოწვეული პედაგოგი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი.

მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.