ნიკოლოზ ჩადუნელი

ნიკოლოზ ჩადუნელი

კლინიკური დირექტორი
ელ–ფოსტა
Info.Surgery@aversi.ge

ნიკოლოზ ჩადუნელი – გამოცდილი პროფესიონალი, პროგრესულად მოაზროვნე ექიმი.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამკურნალო საქმის განხრით. ამის შემდგომ იწყება მისი მრავალფეროვანი კარიერა: სხვადასხვა წელს იყო ექიმი–ინტერნი, შორეული ნაოსნობის გემების ექიმი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი–რეანიმატოლოგი, მოგვიანებით ინტენსიური თერაპიის განყოფილების უფროსი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი, შემდგომ კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი, საბოლოოდ დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში.

2008 წელს, საომარ მოქმედებათა პერიოდში, გამოჩენილი  თავდადებისა და  დამსახურების გამო, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

2013 წლიდან მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კლინიკური დირექტორის თანამდებობაზე.